0 სართულის ჯადოქრობები

როცა დიეტა დავიწყე, ყველა მეუბნებოდა, რომ მხოლოდ დიეტა არ კმარა. მერე დავამატე ვარჯიში, მაგრამ როგორც ჩანს მხოლოდ ვარჯიშიც არ კმარა. აბა კიდევ რა არის საჭირო?
3… 2…. 1…. მასაჟი!

ცხიმების დასაშლელად, ვარჯიშს აუცილებლად სჭირდება მასაჟის დახმარება. დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში სწორედ ამ განზრახვით მივედი.  რამდენიმე ექიმს გავესაუბრე და მირჩიეს, მხოლოდ მასაჟზე ნუ იქნები ორიენტირებული და ყველაფერი სცადე, რაც შენს სხეულს დაეხმარებაო.

სურათზე ჩემი მასაჟისტი მამუკა ჯიქიაა.  მას  პროექტის არსზე ვესაუბრე და ავუხსენი,  რომ პროექტის დასრულებისთვის 67 კილო უნდა ვიყო. მერე ერთად დავსხედით და ჯანსაღი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები განვიხილეთ.  აღმოჩნდა, რომ მასაჟი რომც დავამატო, ჩემი ცხოვრება მაინც არ იქნება სრულყოფილი. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, არც დიეტის, ვარჯიშისა და მასაჟის ერთობლიობაა საკმარისი. საჭიროა სწორ დროს დაძინება და სწორ დროს გაღვიძება. ვუსმენდი და ჩემი ტვინი უწყვეტ რეჟიმში ქმნიდა დრამას: რატომ, რატომ, რატომ?  ხომ წაიღეთ ჩემი შოკოლადი, ჩიფსები და თავისუფალი დრო:  უძილო ღამეები მაინც დამიტოვეთ! :დ

გადაწყდა, რომ მე ძალიან ვეცდები  პირველ საათზე დაძინებას, რომ 8ზე ავდგე და 3 კილომეტრი ვიარო ფეხით. მერე სახლში მოვალ და ცოტას ვივარჯიშებ. ვარჯიშიდან 1 საათში შევჭამ ,,ეკო-ფუდის” უცხიმო ხაჭოს და ჭამის შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ დავიძინებ. მერე რასაც მინდა იმას გავაკეთებ, მაგრამ 4-ზე ცენტრში ვიქნები. გავიკეთებ მასაჟს და რომელიმე ერთ სხვა პროცედურას. მერე წავალ ტრენაჟორებზე სავარჯიშოდ და სახლში რომ დაღლილი დავბრუნდები, მპირდებიან, რომ აუცილებლად დამეძინება.

Continue reading

It’s my party

.............

13 თებერვალს 99 დღის ფართი იყო ,,City time”-ში. მოდი, ამას მივაწეროთ, რომ დიდი ხანია ახალი პოსტი არ დამიდია და აქვე დაგპირდებით, ასე აღარ ვიზარმაცებ.

ვერ წარმოიდგენთ სინამდვილეში რა რთულია ისეთი ფართის ორგანიზება, რომელიც ყველას მოეწონება. ყველას გემოვნებას ვერ გაითვალისწინებ და ვერც ყველას მოლოდინს გაამართლებ.  ამიტომაც გადავწყვიტე, ბრმად მივნდობოდი საკუთარ ალღოს და გამეკეთებინა ფართი, რომელსაც მე თვითონ სიამოვნებით დავესწრებოდი, ჩემი ორგანიზებული რომ არ ყოფილიყო.
ვიფიქრე, რომ ის, რაშიც მთელ ძალისხმევას ჩავდებდი, სხვებსაც მოეწონებოდათ.
ასეც აღმოჩნდა.

აი, ასეთი ვიყავი მე

მიზანი პირველი: შესაფერისი ადამიანების პოვნა

ვინ მოხვდა და ვერ მოხვდა ფართიზე? ფართიზე მოხვდნენ პროექტის პარტნიორები (ტატიშვილის კლინიკის, სპორტის სამყაროს, ეკო-ფუდის, დილატოს, ჰეარ-ჰაუსის და სხვა კომპანიების წარმომადგენლები). ფართიზე მოხვდნენ ადამიანები, რომელთაც ფეიჯზე გათამაშებები მოიგეს და პროექტის მეგობრები_ ბლოგერები, რომლებიც კომენტარებში აქტიურობენ და ინტერესსაც მუდმივად გამოხატავენ. ფართიზე ვერ მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ძველი ანინა ერჩივნათ.

მიზანი მეორე: შესაფერისი ადგილის პოვნა

თბილისის ბარებზე და კაფეებზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს, სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ გამიმართლა, City time-ს რომ მივაგენი. City time  ლეონიძის ქუჩაზეა (ეს ქუჩა ის ქუჩაა, მერიოტიდან რომ ადის ზემოთ), დიდი სივრცეა, აქვს სცენა, აქვს ძალიან გემრიელი სამზარეულო და დაბალი ფასები ( თქვენ რა ფასებიც წარმოგიდგენიათ მისაღებად, ყველაფერს 2 ლარი გამოაკელით). რა თქმა უნდა, WIFI-ც არის. ახალი გახსნილია და მისი არსებობის შესახებ ბევრმა არ იცის. ასე რომ ცოტა ჰიპსტერულად გამოვიდა, არჩევანი რომ ამ ბარზე შევაჩერე. მაგრამ დარწმუნებული ვარ, სულ მალე City Time-ს შესახებ უამრავი ადამიანი გაიგებს. აი, თქვენ რომ თავისუფლების მოედანზე იქნებით ძალიან მშიერი და 7 ლარით ჯიბეში, ხომ ეს ადგილი გაგახსენდებათ?

Continue reading

რეჟიმი

ყველაფერი კარგად მიდის. ზედმეტად კარგადაც კი. ვცხოვრობ, დავდივარ, ზომიერად ვჭამ, ვვარჯიშობ და ნერვები არ მეშლება. სასიამოვნო სიმსუბუქის შეგრძნება მაქვს. ადრე თუ 1000დან ერთ ფოტოზე გამოვიყურებოდი კარგად, ახლა 10დან 7 ფოტოზე მომწონს ჩემი თავი და სხეული. დანარჩენი სამი ფოტო კი მხოლოდ იმას მახსენებს, რომ შემიძლია, 10დან 10ვე ფოტოზე კარგად გამოვიყურებოდე, თუ მოვინდომებ.

ბევრ წყალს ვსვამ. ძალიან მიჭირს: მავიწყდება, მეზარება და ასე შემდეგ, მაგრამ ვიცი, რომ აუცილებელია. გაასწორებდა, ვინმე რომ დამდევდეს და თითო დალეულ ჭიქაზე 50 თეთრს მაძლევდეს. თვის ბოლოს რამე სიმბოლურს ვიყიდდი. მაგალითად, შადრევანს.

ეს დღეები გამოცდებისთვის ვემზადები. მეც, ისევე როგორც თქვენ და თითქმის ყველა ადამიანი, არაფერს ვსწავლობ გამოცდის წინა ღამემდე. ხანდახან, გამოცდის წინა ღამესაც კი ვყოფ გასართობ/სასწავლ ნაწილებად და ერთ საკითხს რომ ვისწავლი, მერე 1 საათი ვთამაშობ Ranch rush-ს. ღამე სიფხიზლეს კი ის მინუსი აქვს, რომ ძალიან მშივდება. გადავწყვიტე, რომ თავი არ დავიტანჯო ხოლმე და რამე ისეთი მივიღო, რაც დილას საშინელებად არ მომეჩვენება.
თუნდაც კეფირი

ღამის ნათურის განათებაა. წინ ბევრი ქსეროქსი მიდევს და ცოტა შორს, მაცდურად_ ლეპტოპი

ღამის ნათურის განათებაა. წინ ბევრი ქსეროქსი მიდევს და ცოტა შორს, მაცდურად_ ლეპტოპი

Continue reading

არასწორი ორი დღე

დღეს ძალიან ცუდი გოგო ვარ.  უფრო სწორად, გუშინდელიდან მოყოლებული ვარ ცუდი გოგო, იმიტომ, რომ გუშინ ექსტრემალურად ცოტა საჭმელი ვჭამე.

დილას_ ცოტაოდენი ,,ეკო ფუდის” იოგურტი (ჟოლოსი.მნნიამ)

შუადღისას_ ,,მაკდონალდსის” ლატე და ბოსტნეულის სალათი

და მორჩა.

ლატე და მშიერი თვალები

ლატე და მშიერი თვალები. ლატე_ 75 კალორია

ეს კიდევ, ,,მაკდონალდსის” ბოსტნეულის სალათი (მე საერთოდ არ ვიცოდი, ეგეთი რამე თუ ჰქონდათ).

პომიდორს საშინელი გემო ჰქონდა. სალათი_ 20 კალორია

იმის გამო, რომ გუშინ ასე ცოტა ვჭამე, დღეს ორგანიზმმა ნამდვილი ბრძოლა გამომიცხადა და იმაზე მეტად მომშივდა, ვიდრე საერთოდ მომშიებია. დილას საკუთარ მავნე სურვილებს როგორღაც ვაჯობე, მაგრამ სადილზე აშკარად ზედმეტი მომივიდა. ძალიან დავიგრუზე.  როგორც გონიერმა ადამიანმა, გადავწყვიტე, კარგად მევარჯიშა და ამით გამომესყიდა დანაშაული, მაგრამ როგორც უძილო ადამიანმა, დავიძინე და თითქმის მთელი დღე მეძინა.

რომ გავიღვიძე, მივხვდი, რა ცუდად მოვიქეცი. მუცელში ჯერაც სიმძიმის შეგრძნება მაქვს (ჭამის შემდეგ პირდაპირ დაძინების გამო) და თანაც, საერთოდ აღარ მეძინება.

ხვალ როგორ ვიკვებო, რომ დღევანდელი დანაშაული გამოვისყიდო?

კიდევ კარგი, რაღაც მაინც მოხდა კარგი. ,,ჰეარჰაუსში” ქეთომ მშვენიერი ნაწნავი გამიკეთა.  გადავწყვიტე, რომ ყოველ კვირას ასე გავინებივრო თავი. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, დიეტის პროცესში წარმატება ,,არაშეჭმადი” საჩუქრებით უნდა აღვნიშნოთ. კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ ეს საჩუქარი თავდაჯერებულობას შეგვძენს. ნაწნავი კი ორივე კრიტერიუმს იდეალურად  აკმაყოფილებს.

ეს_ კეთების პროცესი.

ეს_ კეთების პროცესი.

ეს_ შედეგი

როგორია?

დღის რაციონი

იცით, რა პლუსები აქვს ექიმის მიერ დანიშნულ დიეტას? იგებ, რომ სინამდვილეში გაცილებით მეტის ჭამა შეგიძლია,  ვიდრე იფიქრებდი. იმდენი რამე წერია ჩემს დიეტაში, რომ ხანდახან მგონია, რომ ასე ვერ დავიკლებ. რაც ყველაზე უცნაურია, საერთოდ, საერთოდ არ მშივდება. ვითომ ასე უნდა იყოს?

საუზმე: 10:00

1  ჭიქა უშაქრო ყავა.
ამ ბოთლში რომ იოგურტია, იმაზე 3-ჯერ ნაკლები იოგურტი.
1 ნაჭერი უმარილო ყველი.
1 ნაჭერი უშაქრო და უსაფუარო პური.
1 სალათის ფურცელი იმისთვის, რომ ზედ ყველი დავდო.

Fruit-break: 12:00

2 სახეობის ხილი:
დაჭრილი ვაშლი
დაუჭრელი ვაშლი
გაფრცქვნილი და დაჭრილი კივი

Continue reading