რიცხვი სასწორზე

არ ვიცი, არსებობს თუ არა სინდრომი_ ,,აწონვის წინა ნერვიულობა”, მაგრამ მე მისი ზემოქმედება განცდილი მაქვს.

ზაფხულობით მამა წისქვილის სასწორზე მწონიდა ხოლმე.  მდინარიდან წამოსულები წისქვილთან ვჩერდებოდით, გამოდიოდა მეწისქვილე და გამოჰქონდა გირები. მე ვდგებოდი ფქვილიან სასწორზე  და ვიწონებოდი. სახალისო იყო. მაშინ არ ვნერვიულობდი.

ბავშვობის მერე  იშვიათად ვიწონებოდი. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხევევებში. მახსოვს, მეათე კლასში, როცა ისე გავხდი, რომ ყველას ავად ვეგონე, ავიწონე და  56 კილო ვიყავი.

მეთერთმეტეში ვარჯიში დავიწყე და რატომღაც დაკლების ნაცვლად, წონაში მოვიმატე. იმ პერიოდში 65 კილო ვიყავი.

მერე კი წლების განმავლობაში არ ამიწონია და გული მისკდებოდა, როცა ვინმე წონას მეკითხებოდა.

ამ დროს 70 კილო ვიყავი

ეს პირველ კურსზე :) ამ დროს 70 კილო ვიყავი

როცა ამ პროექტის დაწყება გადავწყვიტე, ისიც გავაცნობიერე, რომ შიშები უნდა დავივიწყო და სასწორზე რაც არ უნდა ეწეროს_ ეს მე, როგორც ანინას, არ მცვლის.  ეს რიცხვი მხოლოდ იმაში დამეხმარება, რომ საკუთარი პროგრესი ნათლად დავინახო.

აჩქარებული გული ცოტა დავიმშვიდე და ავიწონე/გავიზომე

77.1 _ წონა

171_ სიმაღლე

 

აი, ჩემი საწყისი წერტილი.

 

18 responses

  1. დღეს ავიწონე და დილიდან თავს შთავაგონებდი, რომ მთავარია 6-ით არ იწყებოდეს ჩემი წონა :) უბედნიერესი ვიყავი სასწორმა 59 რომ აჩვენა, მარტო 162 ვარ სიმაღლეში და ძალიან მეტყობა ზედმეტი კილოგრამები :(
    მეგობრებმა ფეისბუქზე ჯგუფი გავაკეთეთ, ერთმანეთს ვამხნევებთ, ასე თუ დავიკკელი, თორემ მარტო ვერაფერს გავხდები. პ.ს. წარამტებები, ბლოგი კარგი იდეაა :)

  2. wona?chemi mudmivi tanmdevia:):):)mec vapireb da tavshi mifutfutebs es azri amis shesaxeb,bevri dabrkoleba gadaviare da……..davikide:)da roca davikide ise movimate axla guli miwuxdeba da vikleb…176 var simagleshi da 90 s kargad acda chemi wona arada mecineba roca amaze vwer,imitom rom aqamde xeli arasdros sheushlia amas…:)magram axla shemishala…hoda hoda …gaagrzele es blogic:):):):)

  3. უკანასკნელი 4 წელია არ ავწონილვარ. (17ის ვხდები)
    ამ “ახალწლობაზე” ვამჩნევ, რომ მოვიმატე და იმედს ვიტოვებ მსუბუქი შეზღუდვები მიშველის :)
    შენ – წარმატებები დიეტაში!! გისურვებ კარგ ნერვებს და გაძლებას!!

  4. შენადა შეყვარებული გაყვს თუ არა?

    თუ დაგანტერესებს გეტყვი ჩემს აზრს დიზანზე პროგრამისრების აზრზე არ ვარ სამწუხაროდ.
    სადაც ეს გოგუშკები ვინმემე ან შენ ილუსტრატორში, ქორელში დახატეთ ბარემ ეტქვათ რომ სლადათ გაშვება ჯობია მაგათი…
    ფერებ არც შეეხება აგერ ბატონო http://colorschemedesigner.com/ მშვენირი საიტია დალშე მიხდები რა როგორა. (ექსპორტიც შეგიძლია ფოტოშოპ-ილისტრატორ-ქოლერში)
    ძან მაგარია რომ მენიუში ჰომს და ქართულია არ გაქ მერე მთავარი, ჩვენს შესახებ კატეგორიებია… მარა ბოლომდე გადმოაქრთულეთ ანდა თქვენამდე არის უფასოდ იმენა 100% ქართულებიც
    პ.ს
    გახდომას გისურვებთ

    • პირველ რიგში, გმადლობ, რომ შენი აზრი მითხარი დიზაინზე.
      მეორე რიგში, ეს ვორდპრესის თელფლეითია და ვერც სლაიდად გაუშვებ სურათებს და ვერც 100 % გადმოაქართულებ, თუ ცალკე არ ააწყვე საიტად :)
      სამწუხაროდ, ეგრეა

      • მადლობა იმისთვის რომ არ განერვიულდი. არ მიბლოკე ეგრევე…
        ვორდპერსი არის ძრავი, თელფლეი არის თემა… რადგან ეს გიყენია ესეგი მართვის პანელში შეგიხედია.. მანდ უნდა იყოს კატეგორია, მენიუ, ფოტოებტან ერთად პლაჯინი თუ რაღაცა მაგდაგვარი. აი მაქედან ყენდება.
        დიდი ეჭვი მაქ რომ ამათი ძრავიც ვორდპრესუკა
        http://www.ent.com.ge
        http://www.grampak.ge/
        გაქართულების მაგალითად გამოდგება? :)
        პ.ს
        გოგოებს რომ შევხედე მეთქი რა მაგრა დახატული მეთქი :D

  5. იცი უკვე რატო მომწონს შენი ბლოგი? იმიტომ რომ თითქმის შენსიმაღლე ვარ და სულ მგონია რომ ზედმეტი წონა მაქვს თუმცა შენს ციფრებს რომ დავხედე აშკარად დავმშვიდდი : )) დაკლებას გისურვებ :)

  6. ანინა, წარმატებებს გისურვებ. რიდერში ვამატებ ამ ბლოგს და თვალს გადევნებ ^^ <3

  7. მიუხედავად იმისა, რომ 185 ვარ და 77 კილო არასდროს ვყოფილვარ, მაინც ძ მომწონს ეს გოგო ! :*

  8. ახლა ვხვდები რა ბედნიერებაა რომ წონის პრობლემა არასდროს შემქმნია :დ 173 სიმაღლე – 53 კგ = ))

  9. წონის პრობლემას შენ დაჟე გაცილებით ნაკლებად განიცდი ვიდრე მე ოდესმე
    მე საერთოდ ვშიმშილობდი ხოლმე ვიდრე მერე მთელი ორგანიზმი არ დავიზიანე :(

  10. Pingback: 9 მიზეზი, თუ რატომაა ზედმეტი წონა ცუდი | 99 დღე

  11. ვაიმე,მე 67 კილო ვარ და ჯერ კიდევ სკოლაში დავდივარ… :| გილოცავ ანინა,მაგარი პროექტია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s