დიდი სტარტი

როგორც ხედავთ, დომეინი შევიძინე (99dge.com). ახლა გაცილებით მარტივად შეგიძლიათ ჩემს ბლოგზე მოხვედრა. სამწუხაროდ, აქ ახალი პოსტები  მხოლოდ გვიან ღამით დაიდება ხოლმე, იმიტომ, რომ ვერანაირი მარკეტოლოგიური გათვლა 10 საათისთვის პოსტის დადებას ვერ მაიძულებს. გონება მხოლოდ მაშინ მერთვება, როცა ფეისბუქზე ყველას სძინავს.

დღეს ძალიან გრძელი დღე მქონდა.  ამიტომ, პუნქტებად თუ არ ჩამოვწერე ყველაფერი, აუცილებლად დავიბნევი.

12:00-13:00

Prime Fitness

სანამ პრაიმ-ფიტნესში მივიდოდი,   მანამდე მათი ფასები ფეისბუქზე ვნახე.  აღმოვაჩინე, რომ 8 ვიზიტი (ფიტნესი/აუზი/ჯაკუზი/საუნა )_  75 ლარი ღირს. მე კიდევ აბონემენტისთვის 100 ლარი მქონდა გადადებული. სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა მოვლენები შენს სასარგებლოდ ბრუნდება.

მას შემდეგ, რაც პრაიმ-ფიტნესის აბონემენტი შევუკვეთე და ექიმთან შემოწმება გავიარე, მომინდა, ბლოგზე დასადებად ფოტოები გადამეღო. პერსონალი სულ ადვილად დავითანხმე და მე და ჩემმა მეგობარმა ფოტოკამერით დავუარეთ ყველა ტრენაჟორს. მერე აუზთანაც მივედი, ოღონდ  შესვლამდე ქურთუკის გახდა დამავიწყდა  და საშინლად დამცხა.  დილაობით ყოველთვის არაადეკვატური ვარ.

This slideshow requires JavaScript.

აღმოჩნდა, რომ თვითონ პრაიმ-ფიტნესსაც ჰყოლია ენდოკრინოლოგი, რაც, რა თქმა უნდა, ლოგიკური იყო, მაგრამ მე  ვერ მოვიფიქრე. ენდოკრინოლოგთან კვების რეჟიმზე ვისაუბრე. ვუთხარი, რომ ვეგეტარიანელი ვარ და ამიტომაც სპეციფიკური დიეტა მჭირდება. მან მიპასუხა, რომ მართალია, სამყაროსთვის კარგია ჩემი ვეგეტარიანელობა, მაგრამ ჩემი სხეულისთვის მაინცდამაინც საუკეთესო გამოსავალი არაა.  ამის მიუხედავად, ჩემს დიეტაში ხორცი მაინც არ იქნება. სამაგიეროდ, იქნება ბევრი ყველი და სოკო.

საუბარი ისე მიდიოდა, რომ მივხვდი, რამდენიმე ანალიზის გაკეთებას ვერ ავცდებოდი.  ამას ისედაც ვვარაუდობდი.  არადა, ვენიდან სისხლის აღებას ვერ ვიტან.  როგორც კი რამე  ანალიზზე მიდგება საქმე, ეგრევე მახსენდება ექიმების წვალება ჩემი ვენის ,,დაჭერაზე” და მერე ამ წვალების შედეგად დატოვებული დიიიდი სისხლჩაქცევები.

გადავწყვიტე, რომ ამჯერად მაინც ვიქნებოდი მამაცი გოგო და ანალიზებს მომავლისთვის არ გადავდებდი. რადგანაც არაფერი მქონდა ნაჭამი, პირდაპირ ჩაჩავაში წავედი. გზაში მჭადსა და ყველზე ვფიქრობდი.

13:30- 14:15

ჩაჩავა

ჩაჩავა არის ორსულების სამფლობელო. თუ ქუჩაში რომელიმე დღეს არც ერთი ორსული არ შეგხვედრიათ, ესე იგი, ყველა მათგანი ჩაჩავაშია. ანალიზის ასაღებად  რიგშიც ორსულებთან ერთად ჩავდექი და ვფიქრობდი,  რომ სინამდვილეში სისხლის აღება სულაც არაა საშიში.  ჩემი წინაპრები ხომ საუკუნეების განმავლობაში გაცილებით მეტ სისხლს კარგავდნენ, ვიდრე მე დავკარგავდი რამდენიმე წუთში.

საბედნიეროდ, ექიმს ყველაფერი მშვენივრად გამოუვიდა. ვენების პოვნაზე ბევრი არ უწუწუნია და ფართოდ მიღიმოდა.  თვალში მომხვდა ისიც, რომ რეზინის შავი მილის ნაცვლად (მგონი ,,ჟგუტს” ეძახიან)  ჩვეულებრივი ცისფერი ,,ქამარი” გამიკეთა.  თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ასეთ დეტალებს მე რამხელა მნიშნელობას ვანიჭებ.

საბოლოოდ, ჩემი წინაპრებივით მამაცი აღმოვჩნდი. პასუხები ხუთისთვის იქნებაო, მითხრეს.

14.15_ 15.00

ისევ ჩაჩავა, ამჯერად ესთეტიკური ცენტრი

ზუსტად ლაბორატორიის გვერდით არის ჩაჩავას ესთეტიკური ცენტრი.  რაკი ხუთამდე სხვა საქმე არ მქონდა, შევედი და ყველაფერი დავათვალიერე.  გადაწყვეტილი მაქვს, რომ შემდეგ ხელფასზე  ლაზერული ეპილაცია გავიკეთო, ამიტომ ამ თემაზე მეტი ინფორმაცია მჭირდება.  ცენტრის თანამშრომლებმა ყველა აპარატი მაჩვენეს და თან სურათების გადაღებაში მეხმარებოდნენ. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ,  რამხელა ძალა აქვს ფრაზას: ეს სურათები ჩემი ბლოგისთვის მინდა

ეს კოსმოსური ხომალდი არის სოლარიუმის აპარატი

ეს კოსმოსური ხომალდი არის ღია სოლარიუმის აპარატი

ეს არის დიოდის ლაზერული ეპილაციის აპარატი, რომელიც გაცილებით უმტკივნეულოა, ვიდრე ჩვეულებრივი ლაზერული ეპილაციის აპარატი

15:00
დიეტის წინ

სამ საათზე როგორც იქნა, პირველად ვჭამე: ცოტა იოგურტი და ვაშლი. ჯერ დიეტაზე არ ვარ, მაგრამ ვცდილობ, ცუდად არ მოვიქცე.  ბევრი ადამიანი დიეტის დაწყების წინ გემრიელად ჭამს, თითქოს  ყველაფერ გემრიელს ემშვიდობება. მე კიდევ მგონია, რომ ამით ჯერ არდაწყებულ დიეტას ეშლება ხელი. პლუს ამას, დიეტის დროსაც შეიძლება გემრიელი საჭმლის მიღება. ხილი, ბოსტნეული და სალათებიც ხომ გემრიელი საჭმელია. ერთი ის ტეხავს, რომ შოკოლადი არც ხილია, არც ბოსტნეული და არც სალათი.

17:00
ანალიზის შედეგები

ამ ფურცელზე წერია, რომ ყველაფერი კარგადაა

ხუთისთვის ლბორატორიაში მივბრუნდი. ჩემი შედეგები კონვერტში იდო და ზედ ,,ანინა ტეფნაძე” ეწერა. გავხსენი და გავბედნიერდი. ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა. პრინციპში, ასეც მეგონა, მაგრამ გადამოწმება მაინც საჭირო იყო.
ხვალ ანალიზის პასუხებს ენდოკრინოლოგს წავუღებ და ენდოკრინოლოგი მომცემს ჯაგარს. ტფუ. დიეტას.

ახლა ერთი მნიშვნელოვანი ამბავიღა რჩება პროექტის სტარტამდე:
სავარჯიშო ფორმა უნდა ვიყიდო …

18 responses

  1. პრაიმ ფიტნესმა ფბ-ზე თქვა ცოტა ხნის წინ – ვიხურებით 31 იანვრიდანო და მერე სად აპირებ?

  2. ჩაჩავას ლიას (ანალიზების ამღები) არაჩვეულებრივი ხელი აქვს! არცერთხელ არ გავუმწარებივარ მანდ სიარულის განმავლობაში.

  3. აუზზე სად დადიხარ? ხომ არ შემოგიერთდე

    სურათებს ვინ გღებს? რა ლამაზად ხარ

  4. 8 ვიზიტი 75 ლარი, ძალიან ძვირია.
    მე თვეში 17 ევროს ვიხდი. 24 საათის განმავლობაშია ღიაა და რამდენჯერაც მინდა მივალ. http://www.mcfit.com/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s