ჩემი დიეტა

უცნაური შეგრძნებაა, როცა ხელში გიჭირავს  ფურცელი, რომელზეც წერია ყველაფერი, რაც მომდევნო 99 დღის განმავლობაში უნდა ჭამო.

ისიც საინტერესო ფენომენია, ექიმს  დიეტას  რომ ართმევ და შენი თვალები მაშინვე იმ პროდუქტების ძებნას იწყებენ, რომლებიც ყველაზე მეტად გიყვარს:

ყველი _ არის!
იოგურტი _ არის!
სოკო_ არის!

მერე იმ პროდუქტების ძებნას იწყებენ, რომლებიც არ გიყვარს:

ხაჭო_ არის :(
კვერცხი _ არის :(
პომიდორი_ არის :(

okay

დანარჩენი კი ისეთი პროდუქტებია, რომელთა შეჭმაც არც პრობლემაა და არც სიამოვნება, მაგალითად, ლობიო.

,,პრაიმ-ფიტნესის” დიეტოლოგმა მთხოვა, დიეტას პირდაპირ პოსტში ნუ დააკოპირებო, ამიტომ ზოგად პრინციპებს დავწერ.

ჩემი დიეტის მთავარი ღერძი, როგორც მივხვდი, საათობრივად ჭამაა.

დილის 10-ზე _  საუზმე
12.00_  ხილი
14.30_ სადილი (წვნიანი+ სალათი+ბოსტნეული)
16.00_ ხილი
17.30_ვახშამი

საუზმის, სადილისა და ვახშმის რამდენიმე ვარიანტი მაქვს, რომლითაც ყოველდღიურად უნდა შევადგინო დღის მენიუ. ვარიანტებში ყველაზე ხშირად რძის პროდუქტები მეორდება: ხაჭო, მაწონი, იოგურტი, ყველი. ეს იმიტომ, რომ ცილა ჩემთვის ძალიან საჭიროა.

მნიშვნელოვანი აქცენტები: პური აუცილებელია (დღეში 2 ნაჭერი)
ბევრი  წყალი (მინიმუმ 2 ლიტრი)
კარტოფილი _ მინიმალური რაოდენობით

მთავარი პრობლემა, რაც ამ დიეტას ახლავს საათობრივი კვებაა. როგორ უნდა შევჭამო ყოველდღიურად სამ საათზე წვნიანი? გამოდის, სახლში უნდა გამოვიქცე, ან სადმე კაფეში შევიდე. გარდა ამისა, მომიწევს კვირასაც კი ადრე ავდგე, რომ რეჟიმი არ დავარღვიო.

თუ საათობრივ კვებაში ან ზოგადად, დიეტის დაცვაში რაიმე გამოცდილება გაქვთ, იქნებ გამიზიაროთ? ძალიან დაბნეული ვარ.

დიეტას ხვალიდან დავიწყებ და ბლოგის თავში წაწერილი ფრაზაც ,,მიზნამდე დარჩა 99 დღე” ყოველდღიურად შეიცვლება.

ჯერ-ჯერობით კი ასე გამოვიყურები (უკან არეულ ლოგინს არ ვიმჩნევთ, დაძინებას ვაპირებდი).

Wish me luck!

This slideshow requires JavaScript.

22 responses

  1. მე ვჭამდი ესეთი რეჟიმით ადრე.მალე შევეჩვიე.დისკომფორტია,რა თქმა უნდა, გარეთ რომ ხარ ჭამის დროს,მაგრამ რეჟიმით ჭამა ბევრ პრობლემა აგვარებს.ბიოლოგიური რიტმის ამბავია.ვიშ იუ ლაქ :)

  2. რამდენიმე ხნის წინ ვიყავი დიეტაზე, როლის რაციონიც სადილობისას წვნიანის ჭამას ითვალისწინებდა, რაც, ფაქტობრივად, ყოვლად შეუძლებელი იყო, რადგან მთელი დღე გარეთ ვარ, თან წვნიანსაც თან ხომ ვერ ვატარებდი, რომ შუადღისით სადმე მაინც მეჭამა :)

  3. ასე საათობრივად ჭამა ყოველთვის მიჭირდა. მთელი დღე გარეთ ვარ და 14 საათზე წვნიანის + ბოსტნეულის ჭამას ვერ დავიწყებდი :ს

    ეგ კი არა, დილით ბანანი ჩავაგდე ჩანთაში, შუადღისას შევჭამ-მეთქი მაგრამ ეგეც კი ვერ ვჭამე :შ

  4. ძალიან საყვარელი თერმო ჭურჭელი იყიდება ჰელოუ ქითის მაღაზიებში. საკმაო მოცულობის და არაჩვეულებრივად დამცავი ხუფით, რომ არ დაიღვაროს. რავიცი ჩემი მეგობარი ეგრე ჭამდა ხოლმე საათობრივი დიეტისას და გამოსდიოდა :)

    წარმატებები ანინა :)

  5. უფ, მომეწონა ძალიან, კარგია, ისე 17:30–ის მერე თუ არ შეჭამ ადამიანი, ისედაც გახდები არა? :)))))

  6. მე თან ვატარებდი ხოლმე საკვებს : ) ფრიად მოსახერხებელია მაგალითად თერმოსიტ სუპის ტარება : ) პატარა თერმოსი ჩანთაში არც ხელს გიშლის და არც გამძიმებს : )

  7. საათობრივი არ გამომიცდია და ვერც წარმომიდგენია როგორ უნდა ვქნა. თუ რაღაც ინსტრუქციებს მივყვები, ძალიან ვცდილობ გულმოდგინედ შევასრულო, მაგრამ ასე კვება ბევრ უხერხულობას შემიქმნიდა და გამიჭირდებოდა :( ყველაზე მეტად გამხდარი მაშინ ვიყავი, როცა მუცლის პრესებს + 6-ის მერე არ ჭამას და პურის ხლებცით ჩანაცვლებას მივდევდი. მაგარია, რომ ამდენად მოინდომე და ვარჯიშიან-დიეტიანად ყველაფერს ერთად დაიწყებ, ისე შემართული ხარ, აუცილებლად უნდა გამოგივიდეს. :))) სხვების მოტივირებასაც ეხმარები, ასე მგონია. ჩემზე მოქმედებს აშკარად ;)

  8. პირადად მე, ბანაკში ყოფნისას მომიწია მსგავს “დიეტაზე” დაჯდომა. თუ იმ დროს არ შევჭამდი საჭმელს როცა მზადდებოდა – ვრჩებოდი მშიერი :D ამიტომ ძალიან მალე გადმოვეწყვე ამ რეჟიმზე და რაც უფრო მთავარია, რამდენიმე დღეში შევამჩნიე, რომ ზუსტად იმ დროს მშივდებოდა, როცა განრიგით უნდა მეჭამა. ვფიქრობ, შენს შემთხვევაშიც ასე იქნება :) სულ ცოტა ძალდატანება და ორგანიზმი თავისით გადმოვა “დიეტაზე” :)

  9. ვაიმე, ანინა, ფოტო ვნახე და ეჭვი მაქვს ჩვენ ოჯახის საერთო წონა უკვე შესაცვლელია! დარწმუნებული ვარ 99 დღის შემდეგ “კამიკაძეები” ზუსტად იმ წონის ვიქნებით, როგორიც შენ გინდა, წარმატებები <3

  10. წარმატებები ანინა : )))
    მე 6ის მერე არ ვჭამ და პლიუს სახლში ვვარჯიშობ დილით.
    ეგ არის ჩემი დიეტა . : )))

  11. ახლა შენ ყველაზე ნაკლებად უნდა იფიქრო ჭამაზე და რა გიყვარს რა არ გიყვარსზე
    იმიტომ რომ ის რაც შენ ამ პროექტით წამოიწყე ვირტუალური რეალითი შოუა და შენი მაყურებლები დღითი დღე გაიზრდებიან
    ამიტომ იყავი მაგალითი მათთვის და დაუმტკიცე ყველას რა მაგარი ანინა გვყავხარ

  12. სურათი ვნახე და ერთი კითხვა დავუსვი საკუთარ თავს: რატომ?! ჩემი მამაკაცური თვალი ერთ შეფასებას აკეთებს: შესანიშნავი ტანია. ასეთი თვითგვემა რა საჭიროა ვერ გავიგე. თუმცა წარმატებებს გისურვებ შენს წამოწყებაში :)

  13. ვერ გავიგე რატომ ჭამ იმას რაც დაგიწერეს? კალორიების დიეტა არის ყველაზე კარგი. რასაც გინდა და რაც გიყვარს იმას ჭამ. დიეტელოგი სხვას არაფერს აკეთებს გარდა იმისა რომ თვლის რამდენი კალორია გჭირდება დასაკლებად და გიდგენს მენიუს იმ კალორიბის შემადგენლობით რაც შეგიძლია რომ ჭამო და უბრალოდ ჯანსაღ მენიუს გიდგენს. ნუ რავი… + არც საათობრივად მოგიწევს კვება. ცხოვრებას ირთულებ უბრალოდ.

  14. სულ ვდიეტ ხოლმე, უფრო სწორედ ვშიმშილობ :) ერთხელ კი შემიდგინა ექიმმა მენიუ, მაგრამ რძის ნაწარმს მე არ ვჭამ, პომიდორი მეზიზღება, სოკო არასოდეს გამისინჯავს და რა გამოვიდა? ისევ შიმშილი დავიწყე :( წარმატებებს გისურვებ

  15. gamarjoba anina!
    eseti dieta da simkacre sjirdebat zalian mzime tsonianebs, ai 100 kiloze rom mets itsonian. shen jansagi kveba da varjishi, 6is mere shezgudva dagaklebinebs tavistavad. mteli cxovreba tvniani termosit xom ar ivli? :))

    • ჩემი აზრით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს წონის სიდიდეს,თუ გრძნობ რომ ჭარბი წონა გაქვს,თუნდაც მინიმალური რაოდენობით ყველაფერი უნდა გააკეთო მის მოსაშორებლად.ხოლო თუ გაქვს სურვილი და შესაძლებლობა მაგას რა ჯობია.

  16. მე ვიყავი 2 თვე საათობრივ კვებაზე და ყველაფრის თან ტარება მიწევდა,საკვებისაც სასმლისაც და წვნიანებისაც..ჯერ ერთი ყველაფერი ეს ძალიან მძიმე იყო,მაგრამ როცა ჭამის დრო მოვიდოდა,სადაც არ უნდა ვყოფილიყავი,ჩანთიდან ამაყად ამოვიღებდი ხოლმე ჩემს ულუფას და მივირთვმევდი.წარმოვიდგენდი,რომ ხამებით სავსე თბილისში კი არა სადმე სხვა ცივილიზებულ ქალაქში ვარ სადაც მოშივება და ჭამა სრულიად ჩვეულებრივი ამბავია,და ეს მშველოდა )) ისე მეგობრების მხარდაჭერას ამ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s