შოპინგი

დღეს სავარჯიშო ფორმა ვიყიდე! არც ისე რთული აღმოჩნდა და არც ისე დამთრგუნველი. ყოველ შემთხვევაში, ჯინსების ყიდვას ბევრად სჯობდა. ჯინსების ყიდვა ჯოჯოხეთია და თავისთავად ჯოჯოხეთიც ჯინსების ყიდვაა. წარმოიდგინეთ უამრავი სული, რომელთაც გასახდელში მოზრდილი ჯინსები შეაქვთ და არ ეტევათ, შემდეგ კიდევ უფრო დიდ ზომებს ითხოვენ, მაგრამ მაინც არ ეტევათ და ასე უკუნითი უკუნისამდე.

მე კიდევ ძალიან მარტივად ავარჩიე ,,სპორტის სამყაროში” სავარჯიშო შარვალი, მოსაცმელი და ბოტასები. სულ სამ ვარიანტს განვიხილავდი:

1.

ორმხრივი ვარდისფერ/შავი მოსაცმელი + შავი მომდგარი შარვალი  + შავი სარბენი ბოტასები

2.

რუხი მოსაცმელი + რუხი  შარვალი + ,,ადიდასის” მაისური

3.

ნაცრისფერი რბილი მოსაცმელი + ხავერდის შავი შარვალი + ჩანთა


თქვენ რომელი ჩაცმულობა გირჩევნიათ? (მე რომელი ვიყიდე, კომენტარებში დავწერ)

მეტი ფოტო იხილეთ აქ 

ხვალ პრაიმ-ფიტნესში უნდა მივიდე. პირველად უნდა ვივარჯიშო და ჩემი დიეტაც მივიღო დიეტოლოგისგან. გამოდის, რომ დიეტის დაწყება მაინც ორშაბათს მიწევს. ეტყობა, სამყაროს ასე უნდა :)

22 responses

  1. ვარდისფერ-შავი მოსაცმელი ძ პრაქტიკულია თუ თავის ორმხრივობასთან ერთად წყალგაუმტარიც არის = ) ნაცრისფერი და ”ნაჭრის” მოსაცმელიც შეიძლება მოსახერხებელი იყოს სავარჯიშოდ, მაგრამ მეორე ლამაზია ძალიან .

    და მაინც. . . რასაც აკეთებ მოსაწონია (=)) პოსტები – არა.

  2. ძალიან მომეწონა, აუცილებლად შევივლი მეც. პირველმა ორმხრივმა მოსაცმელმა გული მომიკლა. :))))

  3. აუზი აწონვა ბავშვობა ბოსტნეული დიეტა დიოდი დომეინი ენდოკრინოლოგი ექიმი ვარჯიში ვაშლი ვეგეტარიანელი იოგურტი ლაზერული ეპილაცია მჭადი ორსული ორშაბათი რაციონი სავარჯიშო ფორმა სალათი სამასი გრამი სასწორი საუნა სისხლჩაქცევა სოკო სოლარიუმი სტარტი სული ტრენაჟორი ფოტოები ყველი. . .

    ეხლა თუ სულ ამაზე უნდა ილაპარაკო, ჯონდა ბევრი გეჭამა და საინტერესო პოსტები გეწერა . . .:პ

    • ეს ბლოგი ამ თემებზე საწერადაა :)) სხვა თემები ანინას ბლოგზე იქნება :))

  4. მეორე გიხდება უფრო, თუმცა თავს დავდებ რომ მესამე იყიდე :დ:დ

  5. მეორე მომეწონა.
    :)))) ჩანთა კარგია მაგრამ პატარაა და ამიტომ მგონი მაგ ვერსიას არ აირჩევდი

  6. Pingback: 9 მიზეზი, თუ რატომაა ზედმეტი წონა ცუდი | 99 დღე

  7. Pingback: Before & After | 99 დღე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s