თმა რომ არ მქონდეს…

რა შეიცვლებოდა, თმა რომ არ მქონდეს?
ზაფხულში ნაკლებად დამცხებოდა
ზამთარში მეტად შემცივდებოდა
არავის მოვეწონებოდი
მაგრამ აუზის შემდგომი პროცედურები გაცილებით ნაკლებ დროს წაიღებდა
არ დამჭირდებოდა თმის სამაგრების ყიდვა, შესაბამისად, არც მათი დაკარგვა წაიღებდა დიდ დროს
შამპუნს აღარ ვიყიდდი
არც ბალზამს
არც კვერცხს, მაიონეზს და ზეითუნის ზეთს
დილაობით 10 წუთით მეტს ვიძინებდი
შემეძლებოდა ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე აღმოვჩენილიყავი ყურადღების ცენტრში
გაცილებით მეტად დავაფასებდი წარბების მნიშვნელობას
და რაც მთავარია, აღარასდროს შემაწუხებდა კითხვა: რა ვუყო თმას

არც კი ვიცი, ამდენს რატომ ვფიქრობ ხოლმე ყოველღე ვარცხნილობაზე. მაინც ორი არჩევანი მაქვს სულ: ან შევიკრა, ან გავიშალო.
შეჭრა არ განიხილება. ამ ეტაპზე არ მინდა
შეღებვა არც არასდროს განიხილებოდა.
გასწორება_ მომბეზრდა.
გადავწყვიტე, დიეტის პირველ დღეს რამე განსაკუთრებული მეჩუქებინა საკუთარი თავისთვის და ბევრი რომ ვიფიქრე, მივხვდი, რომ ნაწნავს სიამოვნებით გავიკეთებდი.
,,ჰეარ-ჰაუსის” ქეთომ ბევრი უტრიალა ჩემს თმას და გადაწყვიტა, რომ ჩემი გრძელი და სწორი თმა ექსპერიმენტებისთვის იდეალური იქნებოდა.

ახლა ექსპერიმენტის მსვლელობას გაჩვენებთ:

ყველაფერი დაიწყო ასე:

და გაგრძელდა ასე:

საბოლოოდ, კი დასრულდა ასე:

ყველა სურათი დევს აქ :

ამასობაში კი მიზნამდე 98 დღე დარჩა

 

18 responses

  1. რა ლამაზი ხააააააააააააააარ

    ძალიან მომწონს ეს პროექტი ძალიან ძალიან
    მეც მინდა რარაცაში ჩავერთო მაგრამ რაში არ ვიცი
    თუ მოიფიქრებ შემეხმიანე

  2. ასეთი ვარცხნილობები სასტიკად არ მიხდება. ისე ალბათ სახესაც გააჩნია აი შენზე მომწონს მაგრამ მე რომ გავიკეთო შეიძლება შემთხვევით საახალწლო ზეიმზე წამიყვანოს ვინმე კეთილმა დეიდამ:დ მეორე კლასელს ვემსგავსები :დ

  3. მე არ მიყვარს გადაწეული გადანაწნავებული ჩემი თავი ;დ დიდი შუბლი ,აქვს :შ
    შენს შუბლს აკვდება :დ <3
    ნაწნავის რა მოგახსენო და ჩემს თავს ვუპირებ ამას :https://encrypted-tbn2.google.com/images?q=tbn:ANd9GcSdF5ma6a85Zhr9Ofwf4fUAw1OGvZpa1hhHfAVvXiiBH_7kEg7uC7FRA8l9VQ

  4. რა ლამაზი და ორიგინალურია <3<3<3
    გრძელი თმა კი მაქვს სწორიც იდეაში მაგრამ რაღაცნაირად არ ვარ მიჩვეული ექსპერიმენტებს :დდ სულ უკან მაქვს შეკრული..
    ბოლო სურათში ძალიან ლამაზად ხარ და ძალიან მოგიხდა <3
    მე თევზის კუდს რომ ეძახიან ის ნაწნავი მომწონს ძალიან ვიზუალურად :))))
    ხოდა ჰეარ ჰაუზის ქეთი ყოფილა ჯადოქარი ფაქტობრივად :დ

  5. მე საკუთარ თავზე მიჭირს ნაწნავების გაკეთება :( არადა ძალიან მომწონს. უკან პრიჩოსკისთვის მოუხერხებელი ხელები მაქვს :დ ხოდა ბოლო სურათში ხარ ძალიან, ძალიან ლამაზი <3

  6. ძალიან მაგარია. ბევრი ექსპერიმენტი ჩაატარე, რა :დ მიყვარს თმის ექსპერიმენტების თვალიერება.

    ჰეარჰაუსიც მიყვარს <3

  7. აუ რა ლამაზი გამოსულა ბოლოს <3
    მაგრამ მე არ შემიძლია ამდენი ნაწნავი თავზე :შ მოვკვდები :დ

  8. აუ, იქნებ მეც დავტესტო რამე ნაწნავი ჩემზე? :დ
    ბავშვობაში აფრიკულებს ვიკეთებდი ხოლმე, ზღვაზე რო მივდიოდი :დდ
    თუ ვიპოვე სადმე სურათი, გაჩვენებთ.

  9. ზუსტად მაგ დღეს ვიყავი ჰეარჰაუსში, ახლა გამახსენდა
    ქეთო მეუბნებოდა ანინა იყოო :)

  10. მე გუშინ გადავიხოტრე :დ :დ დღეში 2 საათი გამითავისუფლდა :დ ისე ვნერვიულობდი… მაგრამ ახლა უჰ,ამოვისუნთქე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s