დღის რაციონი

იცით, რა პლუსები აქვს ექიმის მიერ დანიშნულ დიეტას? იგებ, რომ სინამდვილეში გაცილებით მეტის ჭამა შეგიძლია,  ვიდრე იფიქრებდი. იმდენი რამე წერია ჩემს დიეტაში, რომ ხანდახან მგონია, რომ ასე ვერ დავიკლებ. რაც ყველაზე უცნაურია, საერთოდ, საერთოდ არ მშივდება. ვითომ ასე უნდა იყოს?

საუზმე: 10:00

1  ჭიქა უშაქრო ყავა.
ამ ბოთლში რომ იოგურტია, იმაზე 3-ჯერ ნაკლები იოგურტი.
1 ნაჭერი უმარილო ყველი.
1 ნაჭერი უშაქრო და უსაფუარო პური.
1 სალათის ფურცელი იმისთვის, რომ ზედ ყველი დავდო.

Fruit-break: 12:00

2 სახეობის ხილი:
დაჭრილი ვაშლი
დაუჭრელი ვაშლი
გაფრცქვნილი და დაჭრილი კივი

სადილი: 14:30
ბოსტნეულის სუპი ცოტა სტაფილოთი, უფრო ცოტა კარტოფილით და ძალიან ცოტა მაკარონით
1 ნაჭერი შავი პური, რომელიც წვნიანის შეჭმაში მეხმარება
1 ნაჭერი უგემრიელესი ყველი
ძალიან მწვანე და ძვირი კიტრი
50 გრამი წიწიბურა

fruit-break Vol.2 : 16:00

წრეზე დაწყობილი გრეიფრუტი
წრეზე დაწყობილი კივი

ვახშამი: 17:30

,,ეკო ფუდის” უცხიმო ხაჭო 100 გ
1 კიტრი, 1-ნახევარი სალათის ფურცელი და 1 ნაჭერი ყველი
ამჯერად ვერტიკალურად დაწყობილი 2 სახეობის ხილი
ცხიმგამოცლილი კამა

32 responses

  1. მთლიანობაში მომეწონა შენი დღის რაციონი (რამდენიმე გემრიელობა შევნიშნე). მე რაღაცებს მაქედან ვერ შვეჭამდი, კიარადა შემომერღვეოდა დღის რაციონი :დ აბა შენ იცი, წარმატებები :*

    • ხუმრობაა, ელენე :დ ყველა კამა ცხიმგამოცლილია, რა თქმა უნდა :დ

  2. ყველს სალათის ფურცელი რად უნდა დასადებად? :))

    p.s. მშვენიერი რაციონია.. არც უნდა გაწუხებდეს შიმშილის გრძნობა :)

    • მე 2 ვაშლს ვჭამდი ხოლმე მთელი დღის განმავლობაში. მაგრამ არ შეიძლება რაღაცაზე ნაკლები კალორიის მიღება, როგორც მითხრეს.

  3. წასულია ჩემი საქმე დიეტა რომ დამჭირდეს და დღის რაციონში წიწიბურა,უცხიმო ხაჭო,ვაშლი,კამა,გრეიფურტი და უშაქრო ჩაი დამინიშნონ მოვკვდები((
    ყოველ დღე ეს რაციონია?

  4. საერთოდ , ვფიქრობ რომ სადიეტო არაფერი გაქვს.ძალიან მაგარი გოგო ხარ ყველანაირად.. მაგრამ არ გეტყვი ამას :) მეც ასე მეუბნებოდნენ და აგერ მოვიმატე უკვე ათკილოზე მეტი :) მიჭირს ახლა და მეც ვგეგმავ დაკლებას. ამ რაციონით მემგონი სიამოვნებით დავდგები დიეტაზე :)) თუ შეგიძლია შენი დიეტოლოგის კოორდინატები რომ მომცე ? წარმატებებს გისურვებ. ყოველთვის გკითხულობ და ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ შენით… :)

  5. ყველაფერი მიყვარს, უშაქრო ყავის გარდა :/ კიტრს შევახრამუნებდი ახლა დიდი სიამოვნებით :დ

  6. ანინა შენ ისე კარგად ასრულებ ყველა პირობას, რომ 10-ს კი არა ბევრად მეტს დაიკლებ.

  7. ყოველდღე ამას ჭამ? :( ხორცი? თევზი? ცხიმი? გემრიელობები? =]] მე გავრეკავდი ეგეთ დიეტაზე

    • ხორცს და თევზს არ ვჭამ, ვეგეტარიანელი ვარ. ცხიმი წვნიანშია ცოტა და სალათებში. გემრრიელობები მეკრძალება :(

  8. რა კარგია, ამდენჯერ რომ ახერხებ ჭამას. მე მხოლოდ დილით და საღამოს (როცა სახლში ვარ) მაშინ ვახერხებ :(

  9. მე გირჩევდი, კალორიების დირტით დაკლებას, გაცილებით უფრო გემრიელად შეჭამდი და ასე მკაცრად განსაზღვრული რაციონიც არ გექნებოდა. შენ აირჩევდი რა და როდის გეჭამა.:)

  10. ummm cilebi sad aris??? arc jansaR cxims iReb!!! chemi azrit 100 dre am dietaze da sheni metabolizmi moishleba sabolood!!! daklebit namdvilad daikleb, ai ramden xani shedzleb sedegis shenarchunebas da ra metodit eg ki namdvilad sakitxavia… qartveli dietologebis problema isaa, rom jansagad kvebis chvevebis swavlis nacvlad, iset ararealur rejimebs gvtavazoben, rom realur cxovrebastan da xalxtan sheutavsebelia. chemi shexeduleba am dietis mimart aris negatiuri.

  11. შიმშილობა ბევრად უფრო გამიადვილდებოდა, ვიდრე ასეთ რაციონზე ყოფნა, რადგან მგონი ეს ყველაფერი უფრო მეტად აიძულებს ადამიანს, რომ სულ საჭმელზე და დიეტაზე იფიქროს, თუმცა მე ის ადამიანი ვარ, რომელმაც 2 წელი სალათის ფურცლებზე იცხოვრა :D

  12. ცხიმგამოცლილი კამა კაი იყო :D

    კი, მასე უნდა იყოს, ექიმის დანიშნულ პროდუქტებს მთლიანად ვერც კი ვჭამდი, ხილი და ბოსტნეული მოცულობით საკმაოდ ბევრია და ‘ბევრის’ ეფექტსაც ქმნის )))

  13. ვერ გეტყვი ეს რამდენად დამანაყრებდა მე, მაგრამ ის კი ძალიან მომწონს, რომ ასე ალამაზებ საჭმელს : ))) თუ ლამაზად გამოიყურება თეფზე, რანაირი საშჳნელება და ცხიმგამოცლილიც არ უნდა იყოს, მაინც ’’გული მიგდის’’ და ჭამ : ))

  14. მაინც რას შვება რეკლამა :)))
    მეც ეკოფუდის იოგურტს და უცხიმო ხაჭოს მივირთმევ ამ ბოლოს სულ :))
    იოგურტი მართლა მაგრა მშველის. ნახევარი ბოთლი მყოფნის 2-3 საათი :)

  15. შენ რა გიჭირს, მე 40 კილოზე მეტი მაქ დასაკლები.

    ლამაზი და ყოჩაღი გოგო ხარ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s