მაინც რატომ ვვარჯიშობ?

უკვე რამდენიმე დღეა ,,პრაიმ ფიტნესში” დავდივარ სავარჯიშოდ და იმდენს ვვარჯიშობ ხოლმე, რომ საღამოობით პოსტების დაწერა მეზარება. მაგრამ დღეს შედარებით ნაკლები ვივარჯიშე, რომ როგორმე თქვენთვის შთაბეჭდილებები გამეზიარებინა.

აქტიური ვარჯიშის პერიოდი სულ ორჯერ მქონდა ცხოვრებაში. პირველად ექვსიდან ათ წლამდე_ როცა ხელოვნების სკოლაში დავდიოდი აერობიკაზე. ოღონდ აერობიკაზე შესვლის უფლება რომ მომეპოვებინა, ჯერ სოლფეჯიოს, აკომპანიმენტის ხელოვნებისა და მუსლიტერატურის მასწავლებლები უნდა დამემარცხებინა. არასდროს დამავიწყდება სოლფეჯიოს მორიგი სულელური გაკვეთილიდან გამოსული, რა სისწრაფით ვიცვლიდი ტანსაცმელს, რომ მალე შევვარდნილიყავი დარბაზში.

მეორედ  14 წლისამ დავიწყე ვარჯიში. მაშინ ხერხემლის გამრუდება მქონდა (პრინციპში, ახლაც მაქვს) და ვარჯიში აუცილებელი იყო. ყოველდღე უნდა მევარჯიშა, მინდოდა თუ არ მინდოდა. მე კიდევ სკოლის შემდეგ დიდი ალკოჰოლური გეგმები მქონდა ხოლმე. ასე რომ, სავარჯიშოდ სულ არაფხიზელი მივდიოდი, ტრენერს ისე ჩავუვლიდი, რომ სუნი არ ეგრძნო და ტრენაჟორებზე ვდგებოდი. პრესების კეთებისას კი ვცდილობდი, როგორმე გული არ ამრეოდა. ვარჯიშს მაშინვე შევეშვი, როგორც კი აბიტურიენტი გავხდი. დალევას_ სულ ახლახან.

ბოლო მცდელობიდან 6 წელი გავიდა და მე  ისევ დავუბრუნდი ვარჯიშს. ამჯერად სრულიად სხვა განწყობით. თითქმის ისეა, როგორც ბავშვობაში. ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის მივალ ,,პრაიმ ფიტნესში”.

არ მეგონა, ოდესმე რომელიმე ჭკვიანი მოწყობილობა ჩემს კომპიუტერზე მეტად შემიყვარდებოდა, მაგრამ ფოტოზე რომ ტრენაჟორია, საპირისპიროში დამარწმუნა. ყველაზე მეტ კალორიას სწორედ მასზე დგომისას ვწვავ ( 20წუთში დაახლოებით 230-ს) და თანაც უნდა ვაღიარო, ეს ტრენაჟორი გაცილებით უკეთესად ზრუნავს ჩემი საჯდომის  ფორმაზე, ვიდრე ჩემი კომპიუტერი.

ყველაზე დიდ დროს სარბენ/სასიარულო/სატრიალებელ მოწყობილობებზე ვხარჯავ, რადგან ფორმის შეცვლა ფეხებზე უფრო მჭირდება, ვიდრე ზემოთ. ძალისმიერ ტრენაჟორებს თითქმის არ ვეკარები, ჰულაჰუპთან კი მშვენივრად ვმეგობრობ.  მთლიანობაში 500 კალორიამდე ვწვავ ხოლმე.

ვარჯიშის მერე აუზზე ჩავდივარ. ცოტას ვცურავ და ეგრევე საუნაში ვიყუჟები. 1 საათში კი გარეთ ვარ _საკუთარი თავით უზომოდ კმაყოფილი და დაღლილი.

notes:

* თუ ვარჯიშს გადაწყვეტთ, მუსიკა არ დაივიწყოთ. მუსიკის დახმარებით, დაახლოებით ორჯერ მეტ ხანს ვჩერდები თითოეულ ტრენაჟორზე, ვიდრე უმუსიკოდ გავჩერდებოდი.

* არარეალურ მიზნებს ნუ დასახავთ. რაც უფრო რთულ მიზანს ვისახავ ხოლმე ტრენაჟორზე დადგომისას, მით უფრო მალე ვკარგავ ვარჯიშის ხალისს. რამდენიმე დღეა, ჭკუა ვისწავლე და  ვარჯიშის დაწყებამდე საკუთარი კომფორტის შესაბამისად ვარჩევ სირთულესაც, სიჩქარესაც და დროსაც. საკუთარ სხეულს იმაზე მეტს არ ვთხოვ, ვიდრე შეუძლია.

* აუზზე სხვების გასაოცარი სხეულების ყურებისას, ნუ მოიწყენთ. მეც ვკომპლექსდებოდი, ლამაზ სხეულებს რომ ვუყურებდი, სანამ არ გავაცნობიერე, რომ მეც ამისკენ მივდივარ და ჯერ სულ ცოტა ხანია გასული.

* თავი არ დაანებოთ! ბოლოს, როცა ვარჯიშს თავი დავანებე, დაახლოებით 7 კილო მოვიმატე. ფორმები კი ნელ-ნელა გამიუარესდა. ამჯერად მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომ შეცდომა აღარ გავიმეორო. მთავარი დაკლებული 10 კილოგრამი არაა, მთავარია, ვარჯიში და სწორი კვება ჩემთვის ცხოვრების სტილად იქცეს.

პ.ს. დღეს დავფიქრდი: მაინც რა მიყვარს ყველაზე მეტად ვარჯიშში?
და პასუხიც ვიპოვე _ შეგრძნება ვარჯიშის შემდეგ

17 responses

  1. ადრე იპოდრომზე დავრბოდი, დილის 7ზე ვდგებოდი, სახლიდან იპოდრომამდე ძუნძულით ჩავდიოდი და იქ სადღაც ერთი საათი ვვარჯიშობდი, მერე დუში და სამსახური, ასეთ დღეებში სამსახურში ისეთ ხოდზე მივდიოდი , მაგრად მმატებდა ენერგიას, ხალისს, მერე აცივდა და სირბილიც დამეზარა.
    შვილის გაჩენის მერე ყოველ დღე პრესის ვარჯიშს ვაკეთებდი და ამას დღემდე ვშვები ყოველ დღე თუ არა ხშირად :)
    აი ტრენაჟორზე კი არასოდეს მივარჯიშია:)

  2. შეგრძნება ვარჯიშის შემდეგ ^^ როცა დაღლილი ხარ მაგრამ ასე გგონია ლოდები მოგხსნეს ზურგიდან : ))) გაზაფხულისთვის მეც დავიწყებ <3

  3. კმაყოფილებისგან დაღლა ყველაზე მაგარი სიამოვნებაა. ნუ თუ ვარჯიში იწვევს ამ კმაყოფილებას, მით უკეთესი ;)

  4. 5 იანვარს დავიწყე cross training-ი
    თითქმის ყოველდღე ვვარჯიშობ, ყოველდღე ვაკონტროლებ წონას.
    სტატისტიკას ვითვლი endomondo-თი (აიფონის აპი): კილომეტრაჟს, კალორიებს და ა.შ.
    ყველანაირი დიეტის გარეშე, 2 კვირაში დავიკელი 3 კგ.
    დამრჩა დასაკლები დაახლოებით 40 კგ :)
    :(((

  5. ეს ტრენაჟორი გაცილებით უკეთესად ზრუნავს ჩემი საჯდომის ფორმაზე, ვიდრე ჩემი კომპიუტერი.

    მაგის გარდა პრაიმში არის კიდევ ერთი ჯადოსნური ტრენაჟორი – ტრაკოსთვის – ასაწევი – აუცილებლად ივარჯიშე

  6. Tsarmatebebi aninas.
    “Crosstraining”i kvelaze efekturia mandilosnebistvis.
    sxeulis kvela natsils ertdroulad avarjishebs.
    chemi “Crosstrainer” i televizoris otaxshi midgas da sakvarel filmtan ertad vvarjishob xolme. dro ufro male gadis, vidre musikis mosmenisas.

    P.S. titkmis analogiuri experimenti davitske mec erti kviris tsin…tu dagainteresot chemtanac shemoixedet :)
    Go Anina! Go Anina!
    http://dreamweightwithducan.blogspot.com/

  7. შეგრძნება ვარჯიშის შემდეგ არის გენიალური <3
    მაგრამ მუსიკა მაინც არ მიყვარს :დ

    აუ საუნაში მეც სიამოვნებით შევიყუჟებოდი ხოლმე ვარჯიშის მერე :უსერ:

  8. სადღაც მაქვს წაკითხული, რომ ვარჯიშისას ბედნიერების ჰორმონი გამოიყოფა, მართალია შეგრძნება ვარჯიშის მერე რაღაც ამარლებულიც კი არის ხოლმე <3
    წარმატებები! ;)

  9. “თხილამურები” ჩემი საყვარელი ტრენაჟორიც იყო ველოსიპედთან ერთად :))

  10. მომენატრა შეგრძნება ვარჯიშის შემდეგ : (
    გაზაფხულიდან ვაპირებდი გაგრძელებას პრაიმ ფიტნესში მაგრამ
    არ გამიმართლა მისი დახურვის გამო

  11. ვარჯიშის შემდეგ შეგრძნებები მართლა მაგარია :)) საუნაც უნდა ვცადო ერთი….
    ანინას დიიდი დიიდი წარმატებებიი

  12. რა გემრიელ პოსტებს წერ ანინა, მომანდომე ვარჯიში :)) ისე ფოტოებზე სიმსუქნე დიდად არ გეტყობა, მაგრამ შენი საქმის შენ იცი, წარმატებები :))

  13. საკმაო ხანია რაც ვვარჯიშობ და ეს კმაყოფილების სეგრძნება მეც ვიცი. მაგრამ ბოლო ერთი თვეა იმაზე ვფიქრობ სად გავაგრძელო ვარჯიში როცა პრაიმ ფიტნესი დაიხურება…ხოდა ალტერნატივა ვერ მოვუძებნე არადაა….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s