არასწორი ორი დღე

დღეს ძალიან ცუდი გოგო ვარ.  უფრო სწორად, გუშინდელიდან მოყოლებული ვარ ცუდი გოგო, იმიტომ, რომ გუშინ ექსტრემალურად ცოტა საჭმელი ვჭამე.

დილას_ ცოტაოდენი ,,ეკო ფუდის” იოგურტი (ჟოლოსი.მნნიამ)

შუადღისას_ ,,მაკდონალდსის” ლატე და ბოსტნეულის სალათი

და მორჩა.

ლატე და მშიერი თვალები

ლატე და მშიერი თვალები. ლატე_ 75 კალორია

ეს კიდევ, ,,მაკდონალდსის” ბოსტნეულის სალათი (მე საერთოდ არ ვიცოდი, ეგეთი რამე თუ ჰქონდათ).

პომიდორს საშინელი გემო ჰქონდა. სალათი_ 20 კალორია

იმის გამო, რომ გუშინ ასე ცოტა ვჭამე, დღეს ორგანიზმმა ნამდვილი ბრძოლა გამომიცხადა და იმაზე მეტად მომშივდა, ვიდრე საერთოდ მომშიებია. დილას საკუთარ მავნე სურვილებს როგორღაც ვაჯობე, მაგრამ სადილზე აშკარად ზედმეტი მომივიდა. ძალიან დავიგრუზე.  როგორც გონიერმა ადამიანმა, გადავწყვიტე, კარგად მევარჯიშა და ამით გამომესყიდა დანაშაული, მაგრამ როგორც უძილო ადამიანმა, დავიძინე და თითქმის მთელი დღე მეძინა.

რომ გავიღვიძე, მივხვდი, რა ცუდად მოვიქეცი. მუცელში ჯერაც სიმძიმის შეგრძნება მაქვს (ჭამის შემდეგ პირდაპირ დაძინების გამო) და თანაც, საერთოდ აღარ მეძინება.

ხვალ როგორ ვიკვებო, რომ დღევანდელი დანაშაული გამოვისყიდო?

კიდევ კარგი, რაღაც მაინც მოხდა კარგი. ,,ჰეარჰაუსში” ქეთომ მშვენიერი ნაწნავი გამიკეთა.  გადავწყვიტე, რომ ყოველ კვირას ასე გავინებივრო თავი. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, დიეტის პროცესში წარმატება ,,არაშეჭმადი” საჩუქრებით უნდა აღვნიშნოთ. კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ ეს საჩუქარი თავდაჯერებულობას შეგვძენს. ნაწნავი კი ორივე კრიტერიუმს იდეალურად  აკმაყოფილებს.

ეს_ კეთების პროცესი.

ეს_ კეთების პროცესი.

ეს_ შედეგი

როგორია?

14 responses

  1. საერთოდ, როგორც მრავალწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, დარღვევის მერე, დიეტა ისე უნდა გააგრძელო, თითქოს არ დაგირღვევია. ანუ, არანაირი კვებითი სადამსჯელო სანქციები.
    წაიქეცი? ადექი და უბრალოდ გააგრძელე გზა ისევ ისე, როგორც მანამდე

  2. რა ლამაზი ხააარ, როგორ მომწონს მოვლილი, დავარცხნილი და ლამაზი ანინა <3

  3. ნაწნავი ძალიან მომწონს. დიეტაზე კი ნატოშას ვეთანხმები. არ უნდა შეიმჩნიო მეორე დღეს :დ

  4. ძალიან ლამაზი ნაწნავია <3<3
    ოდესმე გამეზრდება თმა და მივალ ჰეარჰაუსის ქეთოსთან ^_^

    რაც შეეხება დიეტის დარღვევას, მთავარია ამის გამო საკუთარი თავი არ შეგძულდეს და ლანძღვა არ დაუწყო ^^

  5. მშვენიერია.
    ისე დაწნიდან რამდენ დღეში იშლი ხოლმე???
    თმა დასაბანი რომ არ ხდებოდეს, დავიწნიდი მეც დიდი ხნით.
    2-3 დღისთვის ფულის დახარჯვა მენანება. :D

  6. ჩემი ძალიან დიდი რჩევა იქნება, დიეტის დროს მაკდონალდსის არანაირი საკვები არ მიიღო. ორგანიზმი ისედაც დასუსტებულია და ამ ტროცკის დროინდელ სალათს თუ არ შეჭამ არაფერი მოგივა..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s