5 გზა: როგორ შევაჩეროთ შიმშილი

როცა დიეტოლოგებს ეკითხებიან, შიმშილის გრძნობა როგორ გავიქროთო, ისინი, როგორც წესი, სრულიად სერიოზულად პასუხობენ, რომ კარგი დიეტის დროს საერთოდ არ უნდა გშიოდეს. აი, მე მაქვს კარგი დიეტა, რომელიც იმდენად სავსეა, რომ ხანდახან მაეჭვებს, მაგრამ მაინც მშია ხოლმე. იმიტომ, რომ ყოველთვის ვერ ვჭამ იმ დროს და იმდენს, როცა და რამდენსაც უნდა ვჭამდე. საღამოს და ღამე კი საშინლად მშია (იგულისხმეთ: 9დან დილის ხუთამდე) და საკუთარ ნებისყოფას ვცდი  family guy-ს ფონზე. მერე კი, როცა ყურება მბეზრდება, სასწრაფოდ ვიძინებ, რომ სპილო არ შემომეჭამოს.

ამიტომაც აქტიურად ვეძებ შიმშილის დაკმაყოფილების გზებს და რამდენიმეს მივაგენი, კიდეც:

1. პიტნის ჩაი

პიტნის კამფეტიც შეიძლებოდა, მაგრამ კანფეტი შაქარს შეიცავს. პიტნის ჩაი კი სავსებით უსაფრთხოა წონისთვის. ცნობილი დიეტური ბლოგები პიტნის ჩაის დალევას ჭამის შემდეგ გვირჩევენ, რათა ჭამის შემდგომი ,,სუსნაობა” ავირიდოთ თავიდან.  პიტნა ბუნებრივი მადის ჩამხშობია.

2. ადექი და წადი

ეს უფრო იმ სიტუაციას ერგება, როცა სუფრასთან ახლოს ხარ და შიმშილს ებრძვი. თავის შეკავება ძალიან რთულია, როცა გემრიელობები ცხვირწინ გიდევს. ამიტომაც, ისეთ თავის მართლებებს, როგორებიცაა: ,,დიეტაზე ვარ” და ,,არა, გმადლობთ, არ მშია”, სჯობს უბრალოდ ადგე და საკვებს გაეცალო. ის არ გამოგეკიდება.

3.  გაიხეხე კბილები

კბილების გახეხვა არის სიგნალი, რომ ფართი დასრულებულია და მეტი საჭმელი აღარ იქნება. რაც არ უნდა უცნაური იყოს, შიმშილიც მაშინვე იკლებს, როგორც კი კბილების გახეხვას დაასრულებთ. ან შეიძლება ესეც პიტნის არომატის ბრალია.

4. დალიე წყალი

მე დღეში 2 ლიტრ წყალს ვსვამ. პატარა ბოთლით დავდივარ და სწრაფ-სწრაფად ვცლი. ძალიან კარგი საშუალებაა მზერითი კონტაქტის ასარიდებლად და ხელების დასაკავებლად, კანზე და გახდომაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.  არადა, ადრე დღეში 2 ჭიქაზე მეტ წყალს არ ვსვამდი ხოლმე. ხოდა, ადრე გაცილებით მძაფრადაც მშიოდა.

5. შეჭამე სალათი

ძალიან სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ თეფშზე რომ სალათის დიდი ულუფა გიდევს, მთლიანად შეგიძლია შეჭამო და ცუდს არაფერს გიზამს. ძალიან მარტივ რეცეპტს გეტყვით, რომლითაც რამდენიმე საათის წინ მოვიკალი შიმშილი:

2 ცალი სტაფილო (გახეხილი)

1 ცალი ბულგარული წიწაკა (წვრილად დაჭრილი)

ოხრახუში (10-15 გ)

კამა (ამდენივე)

4 ნაჭერი გრეიფრუტი (პატარა ნაჭრებად)

ვერ წარმოიდგენთ, რამდენად გემრიელი იყო.

გისურვებთ წარმატებებს შიმშილის მოკვლაში :)

21 responses

  1. წყალი მართლა საოცრად კლავს შიმშილს. უფრო სწორად, ბევრი წყლისგან მუცელი ისე მაქვს ხოლმე გაბერილი რომ არაფრის მჭამელი აღარ ვარ :დ

    და კბილების გამოხეხვა მეგონა მხოლოდ ჩემი მოგონილი ხრიკი იყო :დ ყოველთვის როცა მშია და თავსაც ვეღარ ვიკავებ ოთახში და ფეხები სამზარეულოსკენ მიმარბენინებენ ეგრევე მივდივარ აბაზანაში ვიხეხავ კბილებს და მერე აღარაფრის ჭამა აღარ მინდა :დ იმიტომ არა რომ მადა მომიკლა, არამედ იმიტომ რომ კბილების გამოხეხვის მერე ყველა საჭმელი საშინლად უგემურია :დდ

    პიტნის ჩაისთვის ეგ თვისება არასდროს შემინიშნავს <3 უნდა ვიყიდო პიტნა ^_^

  2. ჭამით ან ძილით.
    ზაფხულში კიტრი ასწორებს ხოლმე მაგრად, მარა გარეცხვა-გარჩევა მეზარება :დდ

    • კიტრს ვჭამ ტონობით ზაფხულში და სულ მინდა მინდა მინდა მაინც :შ

  3. აუ კიდევ რას დავაკვირდი იცი? როცა გშია და აი ერთ ლუკმას შევჭამ და ვსო როჟა რომ იჩითები მაშინმე მოჰყვება ერთს მეორე და ა. შ :ს

  4. ერთადერთ, რაც აქედან გამომიცდია, სალათია :დ
    წყალი უფრო მაშიებს :E

    ისე, კოკა–კოლას სმის შემდეგაც ვკარგავ ხოლმე ჭამის სურვილს…

  5. პიტნის ჩაი ძალიან მიყვარს. არ ვიცოდი თუ დიეტისვისაც კარგი იყო

  6. ისე ამ ყველაფერთან ერთად შეგიძლია შენი ხელით გამოწურული წვენებიც სცადო (კოლოფის არა, მაგეებში შაქარია ბევრი), შიმშილსაც კლავს და ვიტამინებიც აქვს და საუკეთესო გადაწყვეტილებაა

  7. არ ვიცი, შეიძლება სვამ კიდეც, მაგრამ რაკი სხვა პოსტები არ მინახავს და რაკი გახდომა გინდა, გირჩევ დღეში 2-3 ჭიქა მწვანე ჩაის დალევას. გარდა სასარგებლო თვისებებისა, წონასაც აკორექტირებს.
    წარმატებები! :)

  8. უი შენ გაიხარე მე სულ მშიაააა ეხლა ვეცდები რამე გავითვალისწინო აქედან

  9. ეს კომენტარი კონკრეტულად ამ პოსტს არ ეკუთვნის

    აუცილებლად მიირე მხედველობაში ის, რომ გენეტიკის გათვალისწინებით არსებობს ადამიანის სხეულის 3 ტიპი, ეკტომორფი, ენდომორფი და მეზომორფი. ეკტომორფებს აქვთ წვრილი და გრძელი კუნთები, ძნელად იკიდებენ ცხიმს და აქვთ სწრაფი მეტაბოლიზმი, ანუ თუ ცოტა მომატება სურთ, ყოველ 2–3 საათში რაღაც უნდა ჭამონ (მე ეკტო ვარ და დავიტანჯე :დ). ეკტოები ადვილად კარგავენ წონას და ძალიან ძნელად იმატებენ. მეზომორფი ეკტომორფის საპირისპირო ტიპია. ადვილად სუქდება და უჭირს დაკლება, თუნდაც ძალიან ცოტას მიირთმევდეს. ენდომორფი, შეიძლება ითქვას, იდეალური ტიპია, თუმცა სუფთა ეკტო/მეზო/ენდო–ზე უფრო ხშირია გარდამავალი სხეულის მქონე ადამიანები. ჩემი ვარაუდით, შენ ენდო–მეზო უნდა იყო :დ თუ დაგუგლავ, საინტერესო რჩევებია ყველა ტიპის ადამიანისთვის და დარწმუნებული ვარ, გამოგადგება.

    პ.ს. საიდან მახსოვხარ იცი, პირველ კურსზე პირველ დღეს მაღალქულიანები რომ დაგვაჯილდოვეს :დდდდდ

    ნინო.

  10. piradad me roca dzalian momshivdeba vsvam mwane ushaqro limonian chais da Tv-s vrtav, yuradgeba sxva rameze rom gadavitano, es mshvelis :)

  11. შიმშილიც მაშინვე იკლებს, როგორც კი კბილების გახეხვას დაასრულებთ.

    სრულიად გეთანხმები
    ძალიან მაგრად შველის,
    მარტალია მე დიეტის პონტში არ მიცდია – მაგრამ კბილების გახეხვის მერე შანსი არაა საჭმლის მაგვარი რამე ჩავიდო პირში

    პიტნის ჩაი კარგია მაგრამ ჟასმინზე რა გითხრეს?
    მე ჟასმინსაც გირჩევდი

  12. ანინა

    მასაჟებს იკეთებ ხო? სად იკეტებ და რამდენად კმაყოფილი ხარ მომწერე

  13. დავამატებდი კიდევ ერთს, სიგარეტს – ნაკლებად სასარგებლო და მეტად ეფექტური :დ

  14. აუ წყალი მართლა არანორმალურად მიყვარს. შემიძლია ლიტრობით ვსვა. თან სასარგებლოც არის და გემრიელიც.

    კბილების გამოხეხვა მეც ჩემი ხრიკი მეგონა. სასწაულად აქვეითებს ჭამის სურვილს და ალბათ იმიტომ, რომ საქმე ისევ წყალთან და რაღაც გემოსთან გვაქვს. ამით ფაქტიურად ვატყებთ ენის რეცეპტორებს. ამ შემთხვევაში ეს გემო არის კბილის პასტის გემო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s