ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები

ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ახლა ჩემთვის. ხვალ უნდა ავიწონო და ,,პრაიმ ფიტნესსაც” დავემშვიდობო. ხვალ მისი ბოლო სამუშაო დღეა. არადა, მართლა ძალიან კარგი ადგილი იყო (ოდესმე ვინმეს უსაუბრია სავარჯიშო დაწესებულებაზე, როგორც მიცვალებულზე?). სულ რამდენიმე ვიზიტში შემიყვარდა იქაურობა: კეთილი ტრენაჟორები, რომლებიც ყოველთვის უფრო მეტ კალორიას მაწვევინებდნენ, ვიდრე ველოდი; პატარა აუზი, რომელშიც მუსიკის ფონზე ცურვა შეიძლებოდა და საუნა, რომელშიც საკუთარი ადგილიც კი მქონდა: სულ ზემოთ და მარცხნივ.

ხვალიდან ახალი ადგილი უნდა მოვძებნო. ოღონდ ჯერ არ ვიცი, რომელია ოპტიმალური ვარიანტი. არ მინდა, რომ ძვირი იყოს, არ მინდა, რომ შორს იყოს, არ მინდა, რომ მხოლოდ ტრენაჟორები იყოს, მხოლოდ აერობიკა_ მით უმეტეს არ მინდა. არ ვიცი, რა წყალში ჩავვარდე (თუ აუზში, თუ როგორცაა).

რაც შეეხება წონას, განზრახ არ ვიწონები, თუმცა მე თვითონ ვგრძნობ, რომ ვხდები. შარვლები გამიფართოვდა, მაისურები კი დამიგრძელდა. რაც შეეხება წონასთან დაკავშირებულ უხერხულობებს,  ბოლომდე არ გამქრალა. აი, ამასწინათ ტრენინგზე გავაკეთეთ სავარჯიშო, რომლის მთავარი არსიც იყო, რომ გოგონები 3-3 ბიჭს უნდა აეწიათ და ხელში დაეტრიალებინათ. ჩემი აყვანის ჯერი რომ დადგა, საშინლად შემრცხვა წონის გამო. არ მინდოდა, ბიჭებს ჩემი დაჭერა გასჭირვებოდათ და არც ის მინდოდა, რომ მშიშარა გამოვჩენილიყავი. ბოლოს მაინც დავთანხმდი ჰაერში ატაცებაზე, მაგრამ ერთი სული მქონდა, როდის დამსვამდნენ. სანამ ზუსტად არ მეცოდინება, რომ “მძიმე” არ ვარ, მანამდე მშვიდად ვერ შევხვდები სიტუაციებს, სადაც წონა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

ხო, ამასწინათაც ვაპირებდი, დიეტის დროს ხასიათის ცვლილებაზე დამეწერა და გადამავიწყდა. ხასიათი მართლა ხშირად მიფუჭდება, მაგრამ შიმშილის გამო_ არა. ხანდახან მეუფლება შეგრძნება, რომ ტყუილად ვწვალობ, რომ მაინც ვერასდროს ჩავიცვამ იმ ტანსაცმელს, რომლის ჩაცმაც მინდა და მაინც ვერასდროს ჩამოვცდები ,,L” ზომას.

შეიძლება ამ შეგრძნებებმა მეორე წამს გადამიაროს, მაგრამ მათი არსებობა, თავისთავად, შემაწუხებელი ფაქტორია.

თქვენ როგორ ინარჩუნებთ ხოლმე დიეტის დროს სიმხნევეს?

23 responses

  1. იარე იქ სადაც დავდივარ მე : ) შეიძლება რაღაც ზაიობი გაქვს რომ მხოლოდ აერობიკა არ გინდა მხოლოდ ის არ გინდა და ყველაფერი ერთად გინდა მაგრამ ფაქტია შედეგები მაქვს და არც ისე ხელწამოსაკრავი ; ) თანაც შენ ახლა კუნთოვანი მასის გაზრდა კი არა ფორმები და გახდომა გინდა : ) ცადე თიდანი : ) ნუ კონსულტაციაზე მაინც მიდი იქნება და რა ხდება ))

  2. მე დილატოში დავდიოდი და საკმაოდ მომწონდა. ფასებიც ნორმალურია, შუადღის პაკეტის განსაკუთრებით.

  3. ვაა, რატომ იხურება პრაიმ ფიტნესი?
    ძალიან ცუდია, და რა იქნება მაგის ადგილას?

  4. არადა ისე გეტყობა უკვე ცვლილებები ისე კარგად გამოიყურები ხოლმე რომ არ ვიცი <3<3<3
    ძალიან ძალიან დაგეტყო და სულ მალე ისეთი იქნები როგორიც გინდა რომ იყო <3
    ეგეთი უხერხულობები მქონია ბლეჰ :|

  5. ასეთ მომენტებში ვდგები სარკესთან და სახეს ვაკვირდები (წონის ცვლილება მაშინვე ლოყებზე მეტყობა) ჰოდა პატარა განსხვავებაც სტიმულს მაძლევს რომ გავაგრძელო დიეტა.

  6. ცუდია რომ იხურება :) მართლა თიდანში ხომ არ გეცადა? თან ბევრი გოგოშკაა ^^
    ხოდა, მოიშორე ეგ ცუდი აზრები წიპა ვერ ვიზამ და ა.შ. შეძლებ, იმიტომ, რომ ბევრი რამ უკვე შეძელი. ძალიან კარგი შედეგი გაქვს ამჟამად და გააგრძელე. <3

  7. ანინა წარმატებებს გისურვებ, მაგრამ ჩემს გამოცდილებას დავწერ. ერთადერთი სტიმული რამაც გამახდუნა სიყვარულია. მთელი ორი თვე ბედნიერებისგან საჭმელს ვერ ვჭამდი და შიმშილის გრძნობაც გამქრალი მქონდა, არც ხასიათი გამფუჩებია და არც არაფერი

  8. მეც მანდ დავდიოდი დილის 7ზე და გული დამწყდა ძალიან , ეხლა კაკ რაზ ალექსას ველაპარაკებოდი მაგაზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s