ის, რასაც აქამდე არ ვიცვამდი

სულ ჯინსები მაცვია და სპორტული ფეხსაცმელი.  ძნელი გასარკვევია, მე ავირჩიე ეს სტილი თუ ამ სტილმა ამირჩია მე. ერთი ის ვიცი, რომ შემთხვევითი არაა, ჩემს კარადაში კაბები რომ არ კიდია. გაშვებული უფორმო კაბები არ მომწონს, მომდგარი_ უბრალოდ არ მიხდება. კაბა როცა მაცვია, თავს თავდაჯერებულად ვერ ვგრძნობ, ამიტომაც ჩემს თავთან პირობა მაქვს დადებული: კაბას მხოლოდ მაშინ ჩავიცვამ, როცა სასურველი წონა მექნება.

ჩემს სიაში: ,,რას გავაკეთებ, როცა გავხდები”  ტანსაცმელთან დაკავშირებით სულ 5 პუნქტია:

  • ბევრს ვიშოპინგებ
  • ჩავიცვამ ლეგინსებს
  • ჩავიცვამ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და მოკლე კაბას
  • ჩავიცვამ პერანგებს (ე.წ. ,,საროჩკებს”)
  • ჩავიცვამ სქინი შარვლებს

ამ ბოლო დროს ხშირად მეუბნებიან, რომ მემჩნევა დაკლება და მეც ვხვდები, რომ ამ საქმეში მარტო არ ვარ. კომპლიმენტებით გათამამებული გუშინ ,,შანაში” შევხეტიალდი: ჩემს ტანზე ისეთი ტანსაცმელი უნდა გამეტესტა, რომლის  ჩაცმასაც ადრე ვერ გავრისკავდი.

მაშასადამე:

1. M ზომის მაისური, რომელიც აქამდე არ მეტეოდა

2. მოკლე ჯემპრი, რომელსაც აქამდე ვერიდებოდი, რადგან წელზე არ მიხდებოდა.

ჯემპრი, რომელიც დღეს სიმბოლურია, იმიტომ, რომ დიეტის დასრულებამდე 86 დღე დარჩა

3. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და სქინი შარვალი

ჯერ კიდევ მჭირდება დაკლება, რომ ამ აუთფითში თავი კარგად ვიგრძნო

მართალია, არაფერი მიყიდია, რადგან ფული არ მქონდა, მაგრამ უახლოეს დღეებში ხელფასი დამერიცხება და კიდევ ერთხელ შევივლი. სურათებს კი, რა თქმა უნდა, მერეც გადავიღებ და დავდებ.

ეს კი სასიამოვნო სიურპრიზი, რომელიც მეგობარმა გამიკეთა.

24 responses

  1. უ მმ <3 საინტერესოა შენი შოპინგი და ბეევტრი ახალი ტანსაცმელი. ახალი ორმაგად. :დ
    ჰო და რა უნდა გითხრა, ბოლო ორ სურათში ხარ ძალიან კარგი <3 გიხდება ქალური სტილი. ეს ქუსლები, სქინი შარვალი.. ძალიან დახვეწილი ხარ.

  2. ანინა, ბოლო ფოტოებზე ხარ სუპერ! ძალიან გიხდება ;)

  3. მმმ ^_^ ველოდებოდი ამ პოსტს ^_^ ყველაზე კარგი გახდომისას ეს პროცესია, როცა იცვამ იმას რასაც ადრე მხოლოდ უყურებდი : ))) უფრო დიდ წარმატებებს გისურვებ მთელი გულით <3 : ))

  4. :) წარმატებები, აუცილებლად დაიკლებ, და მეც დავიკლებ რა თქმა უნდა :) მე 14 კილო მინდა.

  5. ძალიან მომეწონა სკინი და ქუსლები . მაისური და სპორტული სტილის რამეები ისეც გაცვია და გეცვა ხოლმე

  6. გახდომის ყველაზე მერიელი პუნკწიკი ^^ ჩაიცვა ის რაც გინდა ^^ და არა ის რაც შედარებით არ გასუქებს :დ

  7. რა საყვარელი რაღაცეებია შანაში…

    კი არადა, როგორი შედეგია, აღფრთოვანებული ვარ! გიხდება სქინი. ახლა მთავარია, კომფორტულად იგრძნო თავი.

  8. გაოცებული დამტოვე. როგორ გიხდება იცი? იციი? აიი ძაან.
    ბოლო ფოტოში გიყურებ და მგონია რომ საერთოდ არ გჭირდება დაკლება. მაგრამ უფრო სქინნები გენდომება შენ :*
    ყოჩაღ ნინ.

  9. რამდენი მსმენია მაგ მაღაზიაზე ვერ გეტყვი
    ყველა მაგათ საოცარ ფასებზე საუბრობს – სამწუხაროა რომ ვერ მივაღწიე :(

  10. აუ რა კარგია.
    გგულშემატკივრობ.
    მესამე სურათზე კარგად გამოიყურები. მსგავსი ფეხსაცმელი ძალიან გიხდება. და შარვალიც. თუმცა შენი არ იყოს, ჯერ სჯობს დაიკლო და მერე ჩაიცვა ეგეთები.

    რა კარგი სავიზიტო ბარათი დაუმზადებიათ შენთვის.

    მე სულ მგონია, რომ შენ დამოუკიდებელი ავტორი ხარ და თურმე ფიქსირებული და სტაბილური ხელფასი გქონია. :)

    • ქეით, სახლში ვმუშაობ რამდენიმე პროექტზე და ფულიც მერიცხება :)

      • მშვენიერია. ძალიან კარგია :)
        მეც ვარ მეორე სამსახურის ძიებაში და მეც ნეტავ რამე ვიპოვო. მაგარია. წარმატებები.

  11. Pingback: დიდი შოპინგი ,,შანაში” | 99 დღე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s