რეჟიმი

ყველაფერი კარგად მიდის. ზედმეტად კარგადაც კი. ვცხოვრობ, დავდივარ, ზომიერად ვჭამ, ვვარჯიშობ და ნერვები არ მეშლება. სასიამოვნო სიმსუბუქის შეგრძნება მაქვს. ადრე თუ 1000დან ერთ ფოტოზე გამოვიყურებოდი კარგად, ახლა 10დან 7 ფოტოზე მომწონს ჩემი თავი და სხეული. დანარჩენი სამი ფოტო კი მხოლოდ იმას მახსენებს, რომ შემიძლია, 10დან 10ვე ფოტოზე კარგად გამოვიყურებოდე, თუ მოვინდომებ.

ბევრ წყალს ვსვამ. ძალიან მიჭირს: მავიწყდება, მეზარება და ასე შემდეგ, მაგრამ ვიცი, რომ აუცილებელია. გაასწორებდა, ვინმე რომ დამდევდეს და თითო დალეულ ჭიქაზე 50 თეთრს მაძლევდეს. თვის ბოლოს რამე სიმბოლურს ვიყიდდი. მაგალითად, შადრევანს.

ეს დღეები გამოცდებისთვის ვემზადები. მეც, ისევე როგორც თქვენ და თითქმის ყველა ადამიანი, არაფერს ვსწავლობ გამოცდის წინა ღამემდე. ხანდახან, გამოცდის წინა ღამესაც კი ვყოფ გასართობ/სასწავლ ნაწილებად და ერთ საკითხს რომ ვისწავლი, მერე 1 საათი ვთამაშობ Ranch rush-ს. ღამე სიფხიზლეს კი ის მინუსი აქვს, რომ ძალიან მშივდება. გადავწყვიტე, რომ თავი არ დავიტანჯო ხოლმე და რამე ისეთი მივიღო, რაც დილას საშინელებად არ მომეჩვენება.
თუნდაც კეფირი

ღამის ნათურის განათებაა. წინ ბევრი ქსეროქსი მიდევს და ცოტა შორს, მაცდურად_ ლეპტოპი

ღამის ნათურის განათებაა. წინ ბევრი ქსეროქსი მიდევს და ცოტა შორს, მაცდურად_ ლეპტოპი

კეფირი დიეტის დაწყებამდე დიდად არ მიყვარდა, მაგრამ ახლა, როცა მეცადინეობაში ასე მეხმარება, მეც და ჩემი ლექტორებიც გაცილებით დიდ პატივს ვცემთ.  კონკრეტულად ამ კეფირს (,,ეკო-ფუდია”) მსუბუქი გემო აქვს და 100 გრამზე 56 კალორიას შეიცავს. იმ დიდი სიკეთისთვის, რაც მას მოაქვს, მგონი, საკმაოდ ცოტაა.

ახლა 5 საათია.  არ ვიცი, ბოლო 2 საკითხიც წავიკითხო და დავიძინო, თუ გავრისკო. თქვენ ამ პოსტს ალბათ ხვალ დილას ნახავთ, როცა მეძინება. რაკი  ძილისა და სიფხიზლის რეჟიმი ასე მირევს გეგმებს, იქნებ მირჩიოთ, როგორ ვისწავლო ღამის პირველ საათზე დაძინება?

22 responses

  1. არ ვიცი. მე სულ მეშინია რეჟიმის არევის . საკმარისია რამდენიმე დღე გვიან დავწვე, მერე ერთი დღე სული მხდება ადრე დაძინების ცდაში . როცა ადრე დაძინებას ვცდილობ, თავს ვიღლი ათასი რამით რომ მკვდარივით დამეძინოს. ეს მშველის ხოლმე ცოტა :დ

  2. წყლის ჭიქები რომ დავინახე გადავხდე ჩემს ბოთლს, მოვხსენი თავსახური და მოვიყუდე :დ

    რაც შეეხება ღამის პირველ საათზე დაძინებას… აგერ უკვე რამდენი ხანია ვცდილობ და არაფერი გამომდის. დავწვები 12 საათზე და 2 მდე ვერ ვიძინებ, მაშინაც კი თუ დილით ადრე ვარ ასადგომი :/

    • რა კარგად მესმის შენი ნეტა ვინმემ იცოდეს, 12ის ნახევარზე დავწექი , ჩავაბნელე ყველაფერი და დავწექი , მაგრამ უშედეგოდ ორის ნახევარზე მივხვდი რომ უშედეგოდ ვცდილობდი დაძინებას, ეგრევე თავი რომ წამოვყავი და ლეპტოპს რომ ვეცი, “ახლაც აქა ვზივარ” . კოშმარია..
      დიდი პრობლმეა მაქვს ან რა ვიცი პატარა , აერობიკას ვეძებ სადმე პეკინის ტერიტორიაზე, ხოდა ჯერჯერობით ვერაფერი ვიპოვნე :შ ვინმემ ხომ არ იცით წესიერი ადგილი

  3. ოო რეჟიმის დარეგულირება ძაალიან რთული საკითხია, თანაც ღამე (ანუ 1 საათის მერე) იმჰო კეფირის მიღებაც აარაა სარფიანი, ფაქტიურად ორგანიზმს მაინც სძინავს , შენ დახუჭავ თვალს თუ არა, ამიტომ კეფირის გადამუშავებაც შეიძლება არ მოხდეს სრულად : ) [ისე ეგ კეფირი მეც ძაან მომწონს ერთ ერთი გემრიელია რაც იყიდება]
    და წყლის დალევის შეხსენებაზე კიდევ დააყენე გუგლ კალენდარში რემაინდერები და აიძულე გუგლი მოგწეროს ხოლმე სმსები : ))

  4. როგორ მიჭირდა ადრე ღამე დაძინება :| ახლა კიდევ დაღლილი დრის მერე ერთი სული მაქვს როდის დავიძინებ :| უნიდან რომ მოვდივარ სულ დაწოლა მინდა მაგრამ გმირულად ვუძლებ ხოლმე 12 საათამდე :დ
    ღამე ჭამა ჩემი ტკივილია :დ ახლა სულ რომ მოვკვდე მაინც არ ვჭამ ხოლმე სამაგიეროდ ენ რაოდენობით წყალს ვსვამ :დდდ ჩაის სახით ძირითადად :დ

  5. გამოცდების დროს ადამიანის სახეს ვკარგავ, მაგრამ ბოლო დროს ვატყობ, რომ მივეჩვიე და ისე ძალიანაც აღარ მიჭირს უძილობის ატანა. წყალს რაც შეეხება, ჭიქით სმას ვერ ვიტან. მუდამ ბოთლი მიდევს გვერდით, და ნელ-ნელა ვსვამ, დღეში 3 ლიტრამდე. ზაფხულში ბევრად მეტსაც.

  6. dilit aidzule shens tavs adre adgoma 8ze an 9 ze ase gaimeore ramdeni mde da miechveva organizmi tu ar gishvela amshin erti gamee gaatene magram arc dilit daidzino gadzeli meore dgis 12 saatamde da emre daidzine es ukidures shemtxvevashi. exla em ra minda gkitxo minda daviwyo siaruli aerobikaze dzaan minda aqva aerobika magram ar vici eg sad aris saerod da shen sad dadixar an sad apireb ro iaro da gogoebo tqvenc dapostet sad aris uketesi siaruli pasic normaluri rom iyos?

  7. რამდენი აბდა უბდა რაღაც მითქვამს ზედა პოსტში :))), მომწონს შენი წამოწყება სადღაც ფბ–ზე გითხარი, ადოს პოსტზე მე მგონი, ხოდა ახლაც ვამბობ, წარმატებები, შენ და ყველა შენნაირს ჩემი თამადობით

  8. ვისაც დაძინება გიჭირთ
    გამომიარეთ 7–დან 9 საათამდე – მოგაბარებთ ვიკიკოს და 10 საათზე გათიშულებს დაგეძინებათ :დ :დ :დ

  9. ანინა რამდენიმე დღეა მე რაც დიეტაზე ვარ, ექიმთან მივედი და ყველანაერი გამოკვლევით და ანალიზებით დავიწყე დიეტა :) დღეს ბლოგის წერაც დავიწყე და გადავხედე ქართულ ბლოგებს, ძალიან გამახარა შენმა შედეგებმა და კიდე დამატებითი სტიმული მომცა:) ჩემი ბლოგიც დიეტის დროს სტიმულის როლს შეასრულებს იმედი მაქვს, დავოწყებ ეხლა შენი ბლოგის კითხვასაც :)

  10. ბევრი წყლის დალევა თუ გიჭირს, წყალს გემო უნდა დაუმატო. ამისთვის საუკეთესო საშუალება კი ჩვეულებრივი ტროპიკული ხილია. წყლიან ჭურჭელში შეგიძლია ლიმონის, ლაიმის, ფორთოხლის, გრეიპფრუტის ან თუნდაც კიტრის ნაჭრები ჩაყარო და რამდენიმე ხანში ისე გესიამოვნება დალევა, რომ ვერც მიხვდები ისე დალევ 2 ლიტრს :) თუ რა თქმა უნდა ზემოთჩამოთვლილი ხილი/ბოსტნეული გიყვარს :)

    • ლიმონი საუკეთესო არომატი იქნება წყლისთვის. ჩემი გემოვნებით :) დიდი მადლობა რჩევისთვის

  11. წყალი მეც მინდა ვსვა მეტი ხოლმე… კანისთვისაც კარგია! მაგრამ მავიწყდება… :(

  12. ერთი დღე ისე უნდა მოახერხო რომ იძინო მთელი დღე, შემდეგ სადღაც ღამის 12 საათზე გაიღვიძო და ისე გადაათენო რომ მთელი დღე არ დაიძინო… ღამე რომ დაგეძინება მერე ჩვეულებრივად დილას გაგეღვიძება და ესე მიეჩვევი… 1 კვირის წინ მეც ეგრე მჭირდა, სულ ვათენებდი მაგრამ ასე რომ გავაკეთე ეხლა ღამის 1 საათზე ქათამივით მეძინება

  13. მე უკუღმართი ვარ :დ რაც უფრო გვიან ვიძინებ მით უფრო ადრე მეღვიძება რატომღაც… მაგრამ თუ ადრე დამეძინა მერე ძილქუში მემართება და 11ზე დაძინებულმა შეიძლება მეორე დღის 12ზე გავიღვიძო :დ:დ

  14. აუ წყალი მართლა რა საშინელებაა.
    თან მე დილით ვსვამ უზმოზე ადუღებულ და ღამე გაჩერებულ წყალს (ჯანმრთელობას და გახდომას ხელს უწყობს), აი ნამდვილი საშინელებაა :(
    ეხლა გადავხედე ბლოგს და ძალიან ყოჩაღი ხარ :)

    • უი დამავიწყდა, საშინელება იმიტომ არის რომ ძლივს მივეჩვიე. სულ მავიწყდებოდა თავიდან

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s