დიდი შოპინგი ,,შანაში”

რამდენი ლარია საჭირო იმისთვის რომ ნაქსოვი შარფი, ხელთათმანები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ჯინსი, გრძელმკლავიანი ,,ზედა” და პალტო იყიდო?

მე ვფიქრობდი, რომ მინიმუმ  330, მაგრამ “შანაში”  ეს ყველაფერი 250 ლარი დამიჯდა. გასაგებია, რომ 250 ლარი ცოტა ფული არაა, მაგრამ არც შარფი/ხელთათმანი/ფეხსაცმელი/ჯინსი/ზედა და პალტოა ცოტა.

ამასწინათ ვწერდი, რომ “შანაში” ერთი-ორი რამ ძალიან მომეწონა, მაგრამ ახლახან რომ მივედი, შერჩეული ტანსაცმელი  გაყიდული დამხვდა, სამაგიეროდ, ახალი კოლექცია ჰქონდათ, რომელმაც სასიამოვნოდ გამაოცა. ყველაფერი ხაზგასმით ახალგაზრდული იყო და ხაზგასმით იაფი.

შენიშვნები:

ჯინსი ვიყიდე აი, ასე: ავიღე ის ზომა, რომელიც ჩემი მეგონა და შემდეგ 2-ჯერ მოვითხოვე, ცოტა პატარა ზომა მომეცით-მეთქი. I’m so proud.

პალტოცა და ზედაც მედიუმი დამჭირდა. ფეხსაცმელი_ 39. კარგი იქნებოდა, ფეხსაცმლის ზომის შეცვლაც რომ იყოს შესაძლებელი.

ხელთათმანი ვიყიდე ორივე ერთი ხელის. არ მკითხოთ, როგორ მოვახერხე. საბედნიეროდ, იმავე დღეს გამოვცვალე.

ამ ორ ,,ზედას" შორის პირველი ავირჩიე. მეორე ძალიან გამჭვირვალე იყო და თხელი

ვაღიარებ, რომ აზარტში შევედი. მხოლოდ ჯინსისა და ფეხსაცმლის ყიდვას ვაპირებდი :)

თბილისში სულ რამდენიმე მაღაზია მეგულება, სადაც ჩემი ხელფასის პირობებში ბევრი რამის ყიდვას ვახერხებ. მაღაზიების სრულ უმრავლესობაში ისეთი ფასებია, რომ მხოლოდ განვადებით თუ მოვახერხებ რამის ყიდვას. თან მე ჩემი ახირებული წარმოდგენები მაქვს ტანსაცმლის ფასებზე. ჯინსში ვერაფრით გადავიხდი 70 ლარზე მეტს. ფეხსაცმელში _ 130-ზე მეტს. ზედაში_ 50-ზე მეტს. შეიძლება სწორედ ამიტომაა ჩემი კარადა სანახევროდ ცარიელი. მაღალი სტანდარტების გამო. საბედნიეროდ, მხოლოდ მე არ ვთვლი, რომ ეს ფასები ადეკვატურია. ,,შანაში” ჯინსები 40 ლარამდე ღირს, ფეხსაცმელები კი 70 ლარის ფარგლებშიც შეგიძლია იყიდო.

ესეც ხელთათმანები. 15 ლარი: შავი და თბილი

ჩემს ამჟამინდელ ცხოვრებაში არსებობს 5 საუკეთესო შეგრძნება: შეგრძნება ვარჯიშის შემდეგ, შეგრძნება სალონიდან გამოსვლის შემდეგ, შეგრძნება ახალი წიგნის ყიდვის შემდეგ, შეგრძნება ხელფასის დარიცხვისას და შეგრძნება შოპინგის შემდეგ.

შავი მანტო(თუ პალტო) თავისი კაპიუშონით, რომელიც მაშინვე შემიყვარდა, როგორც კი ჩავიცვი.

ძალიან სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ ყველაფერი ახალი გაცვია. ალბათ, ასე ხდებიან შოპაჰოლიკები

გამიზიარეთ, თქვენ სად ყიდულობთ ტანსაცმელს და რამდენს იხდით მასში.  როგორც ვატყობ, ტანსაცმლით ჩემი გატაცება ასე მარტივად ვერ დამთავრდება.

პ.ს. სურათების უკეთესად დასათვალიერებლად, ან სურათებს დააკლიკეთ, ან ამ ლინკს

21 responses

  1. ფეხსაცმელი მომეწონა ძალიან. აშკარად გეტყობა რომ გახდი. აი აშკარად და თან მკვეთრად :დ

  2. მე მომწონს შანა. ძალიან მისქაღები ფასები აქვთ და ბევრი კარგი რამის შეძენა შეიძლება
    პ.ს. ძალიან გამხდარი და ლამაზი ხარ : )

  3. ფოტოებზე არაფერი არ ჩანს და მომკალი თუ გინდა :D

    ადმინ, HD–ში დადე რა!

  4. wuxelis wudi sizmari vnaxe da ganwyoba rom gameumjobesebina wavcunculdi da vishopinge:))sisleishy-shi viyide kaba,jinsi,maisuri da eri klasikuri kostumi,”migato”shic sheviare kabisatvis chanta da pexsacmelic shevidzine:))) es yvelaperi ki 160 EUR damijda 50% pasdaklebit,gadasarev xasiatze var,mec rolebshi shevicheri,marto kaba mindoda ideashi :))

  5. ფეხსაცმელი მომეწონა მეც, დანარჩენი არ ჩანს ისე კარგად :) ეგ თუ ის მაღაზიაა, ქარვასლაში რომაა, კაშნი მაქვს მანდ ნაყიდი შარშან, ნაქსოვი და სხვა კაშნებისგან განსხვავებით არ მოიფლაშა და დაიბურძგლა, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურია და არა ბუნებრივი.

    ტანსაცმელს მე ძირითადად ვყიდულობ ხოლმე:

    1. საიტებზე – 6pm, Asos, Desigual – (პალტო, ფეხსაცმელი, ჩანთა)

    2. მანგოში – ქამარი, ჩანთა, მაისური, სვიტრი, პალტო/დუტი, ‘საროჩკა’ (სეილზე ფანტასტიური ფასებია, თან დიდი ზომები რჩება ხოლმე :D, გაზომვის გარეშე რომ შემიძლია ვიყიდო, თორე გასახდელამდე ვერ მიაღწევ სეილის დროს)

    3. მალსიში – აქ ძირითადად პლარწია ჟაკეტებს ვყიდულობ 10-20 ლარად ან ბატისტის ‘საროჩკებს’

    4. პრომოდში – კაბა (თუმცა ჩემთვის როგორც წესი მოკლე კაბებია ხოლმე:()

    5. აქსესორაიზში – ყველანაირ იაფიან სამკაულს და ქუდ-შარფ-ხელთათმან-საფულე-თმის სამაგრებს + საჩუქრებს გოგოებისთვის :)

  6. თითქმის 80% შოპინგის მაქვს ფასდაკლებებზე ან ინტერნეტ მაღაზიებში :) :) სხვა შემთხვევაში ძალიან ძვირია როგორც აღნიშნე.
    დაბალ ფასს როგორც წესი ხარისხიც შესაბამისი აქვს (ასე მაქვს დაცდილი) რამდენჯერაც ეკონომია გავაკეთე იმდენჯერ ორჯერ მომიწია ერთი და იგივე სეზონის ფეხსაცმელის ყიდვა (მაგალითად ჩექმა) :D

  7. დღეს ჩემი კაცისთვის საჩუქარზე დავდიოდი14ისთვის და შევიარე “შანაში”, მომეწონა რაღაცები და ერთი მაიკა “wild love” თუ გახსოვს თეთრი, პიჯაკში ჩასაცმელი ეგ ვიყიდე :)) ძალიან კარგი ფასებია და მომეწონა მაღაზიაა :))

  8. სადაა ეს მაღზია მიტხარი და მივდივარ :))) მისამართი მითარით რა

    აუუ მართლა გახდიი ^_^ სგ :)

    • რუსთაველზეა. გამოფენასთან, მეცნიერებათა აკადემიის შენობაში

  9. ინტერნეტ მაღაზიებში ზირითადად. ისე იაფია სანა, ოვს, მალსი. მანდ ასე თუ ის ესეიძლება ყიდვა.
    ინტერნეტმაღაზიები ცადე.
    მაგალითად მე ფეხსაცმელების დიდი მარაგი გავიკეთე 6pm.comდან. 28 დოლარად ვიყიდე ჩექმა რომელიც ნოემბრის ბოლოდან მაცვია, თბილია და ოდნავი წუნიც არ აქვს. ქუსლიანებიც, ბალეტკებიც, სპორტულებიც, ყველაფერს მანდ ვყიდულობ. ზომა ზომაზე მიდის ნაღადად. 7 ფეხსაცმელი მაქვს უკვე მანდ ნაყიდი :)))
    ტანსაცმელი ძირითადად forever21, H&m დან :)

  10. დღეს ვიყავით მე და პაწუ შანაში. მემგონი რაც კარგი იყო ყველაფერი შენ იყიდე ;დ
    არ მომეწონა დიდად, მუქი ფერები იყო ძირითადად და ჯინსების მცირე არჩევანი:/

  11. შანაში ერთხელ ვარ ნამყოფი მარტო . მაშინ დიდად ვერ აღვფრთოვანდი და ეხლა ძალიან მომეწონა ფეხსაცმელი და პალტო :))) (პალტო განსაკუთრებით :dd) ხოო გედანხმები მართლა ძალიან იაფია ყველაფერი ერთად 250 ლარიი :))) აიი ინტერნეტ შოპინგს კი ვერ დავუმუღამე სამწუხაროდ :((((((( მე უმეტესად Miss Poem, Piaca Italia, Alcott, Jennyfer დავდივარ :)

  12. მე ვყიდულობ აბსოლიტურად ყველგან.სადაც რა მომეწონებ,თუ ფასიც მოსაწონია და მისაღები,ისე ამ ბოლო დროს” მეორადებშიც “კარგ რაღაცებს ვპოულობ ხოლმე,მთავარია კარგად მოძებნო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s