It’s my party

.............

13 თებერვალს 99 დღის ფართი იყო ,,City time”-ში. მოდი, ამას მივაწეროთ, რომ დიდი ხანია ახალი პოსტი არ დამიდია და აქვე დაგპირდებით, ასე აღარ ვიზარმაცებ.

ვერ წარმოიდგენთ სინამდვილეში რა რთულია ისეთი ფართის ორგანიზება, რომელიც ყველას მოეწონება. ყველას გემოვნებას ვერ გაითვალისწინებ და ვერც ყველას მოლოდინს გაამართლებ.  ამიტომაც გადავწყვიტე, ბრმად მივნდობოდი საკუთარ ალღოს და გამეკეთებინა ფართი, რომელსაც მე თვითონ სიამოვნებით დავესწრებოდი, ჩემი ორგანიზებული რომ არ ყოფილიყო.
ვიფიქრე, რომ ის, რაშიც მთელ ძალისხმევას ჩავდებდი, სხვებსაც მოეწონებოდათ.
ასეც აღმოჩნდა.

აი, ასეთი ვიყავი მე

მიზანი პირველი: შესაფერისი ადამიანების პოვნა

ვინ მოხვდა და ვერ მოხვდა ფართიზე? ფართიზე მოხვდნენ პროექტის პარტნიორები (ტატიშვილის კლინიკის, სპორტის სამყაროს, ეკო-ფუდის, დილატოს, ჰეარ-ჰაუსის და სხვა კომპანიების წარმომადგენლები). ფართიზე მოხვდნენ ადამიანები, რომელთაც ფეიჯზე გათამაშებები მოიგეს და პროექტის მეგობრები_ ბლოგერები, რომლებიც კომენტარებში აქტიურობენ და ინტერესსაც მუდმივად გამოხატავენ. ფართიზე ვერ მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ძველი ანინა ერჩივნათ.

მიზანი მეორე: შესაფერისი ადგილის პოვნა

თბილისის ბარებზე და კაფეებზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს, სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ გამიმართლა, City time-ს რომ მივაგენი. City time  ლეონიძის ქუჩაზეა (ეს ქუჩა ის ქუჩაა, მერიოტიდან რომ ადის ზემოთ), დიდი სივრცეა, აქვს სცენა, აქვს ძალიან გემრიელი სამზარეულო და დაბალი ფასები ( თქვენ რა ფასებიც წარმოგიდგენიათ მისაღებად, ყველაფერს 2 ლარი გამოაკელით). რა თქმა უნდა, WIFI-ც არის. ახალი გახსნილია და მისი არსებობის შესახებ ბევრმა არ იცის. ასე რომ ცოტა ჰიპსტერულად გამოვიდა, არჩევანი რომ ამ ბარზე შევაჩერე. მაგრამ დარწმუნებული ვარ, სულ მალე City Time-ს შესახებ უამრავი ადამიანი გაიგებს. აი, თქვენ რომ თავისუფლების მოედანზე იქნებით ძალიან მშიერი და 7 ლარით ჯიბეში, ხომ ეს ადგილი გაგახსენდებათ?

მიზანი მესამე: ავირჩიოთ მუსიკა

ამასწინათ ,,ნატახტარის” ივენთზე ვიყავი. ახალი ბოთლი ჩაუშვეს წარმოებაში და დიდი ღონისძიება იყო. ყველაფერი მომეწონა, მუსიკის გარდა. უფრო სწორად, მუსიკის ეკლექტურობის გარდა. საღამო დაიწყო ფარიკაობითა და ხალხური სიმღერებით (insert here ოცამდე ღიპიანი კოსტიუმიანი კაცი) გაგრძელდა თამთა ცხვიტავებითა და თბილისის ჯაზ-ბენდით. ყველაფერი კი ბონიახემისა და აბბას ქავერებით დასრულდა.  გამოვშტერდი. აი, რა ხდება, როცა გინდა, მუსიკის არჩევისას ყველას გემოვნება გაითვალისწინო.

მე საკითხს კონცეპტუალურად მივუდექი:

1. თუ ჩემს ფართიზე ახალგაზრდები უნდა ყოფილიყვნენ, მუსიკაც ახალგაზრდული უნდა ამერჩია.

2. რადგან მეც ახალგაზრდა ვარ და სტუდენტი, მუსიკოსებს აუცილებლად უფასოდ უნდა დაეკრათ.

ამიტომ ფართი ჩემმა მეგობარმა მუსიკოსებმა გააფორმეს: 1. რეზო და ბავშვები  2. პორნოპოეზია 3. , დათო გაბუნია_ ,,ვიტამინიდან” /აუცილებლად დააკლიკეთ ლინკს, ის ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს სიმღერაზე გადაგიყვანთ/ 4. დერვიშები

პორნოპოეზიამ ამ ნაბიჯით გვაჩვენა, რისთვისაა საჭირო ცხოვრების ჯანსაღი წესი

რეზო და ბავშვები

გუგა გეგეჭკორი: დერვიშების ვოკალისტი

ახლა რაც შეეხება გათამაშებებს:

  • ,,ჰეარჰაუსმა” გაათამაშა 6 ვიზიტი, რომელშიც შედის როგორც ვარცხნილობის გაკეთება, ასევე სხვა კოსმეტიკური პროცედურები. ეს პრიზი მარიამ ბლანკმა მოიგო.
  • ,,სპორტის სამყარომ” გაათამაშა ულამაზესი სპორტული ჩანთა, რომელიც მე მომწონდა. ეს პრიზი მოიგო ნათმა.
  • ,,დილატო ფიტნესის” ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტი მოიგო ჩემმა დამ, რომელიც ასევე ბლოგერია.
  • ,,ეკო-ფუდის” უზარმაზარი კალათა მოიგო ყვავამ. უნდა აღინიშნოს, რომ ამდენი იოგურტი ერთად მე არასდროს მინახავს.
  • ,,კულას” სასაჩუქრე კომპლექტი მოიგო კიბორგამ.
  • ,,ტატიშვილის კლინიკაში” 2 მასაჟი და კედრის კასრის პროცედურები მოიგო ქეით ალუკარდმა.
  • დოდკამ კი მოიგო ,,ბოულინგ სენტრალის” სასაჩუქრე ბარათი ანგელოზური პირობებით:  1 საათი ბოულინგის სათამაშოდ, 1 სთ ბილიარდის სათამაშოდ, ნახევარი საათი კინექტ-თამაშები

უახლოეს დღეებში ამ მაისურს გავათამაშებ ფეიჯზე :)

საღამო ნიკა ქავთარაძეს მიჰყავდა და იგი დაუღალავად ხუმრობდა იმაზე, თუ როგორ სუქდებოდა და ხდებოდა წლების განმავლობაში.

ყველაფერმა კარგად ჩაიარა და რაც მთავარია, მე დიეტა არ დამირღვევია. მერე რა, რომ ყველა მაგიდაზე იყო ხილი ჯოხებზე და შოკოლადიანი ჯამი, რომელშიც ამ ხილის ამოვლება შეიძლებოდა (კა-ნა-პე). მნიამ ://

შენიშვნა: 13 თებერვალი ჩემთვის მხოლოდ საჩუქრების გაცემის დღე არ ყოფილა. მე თვითონაც მივიღე საჩუქარი, თუმცა ამაზე შემდეგ პოსტში :)

თუ გინდათ, რომ 99 დღის დასკვნით ფართიზე მოხვდეთ, აუცილებლად იაქტიურეთ აქაც და ფეიჯზეც (დანარჩენი სურათები სწორედ ფეიჯზე დევს)

დარწმუნებული ვარ, შემდეგი ფართი კიდევ უფრო უკეთესი იქნება.

14 responses

  1. “ფართიზე ვერ მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ძველი ანინა ერჩივნათ.”
    :))))))))))))

  2. “ფართიზე ვერ მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ძველი ანინა ერჩივნათ.”
    :D:D:D
    :*

  3. “ფართიზე ვერ მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ძველი ანინა ერჩივნათ.”
    :D:D:D
    :*

  4. მართლაც ძალიან ვისიამოვნე , ფანტასტიურად იყო შერჩეული ყველაფერი – მენიუდან მუსიკამდე ♥ არ ველოდი თუ ასეთი მშვიდი და ამავე დროს მხიარული იქნებოდა საღამო .
    ნუ ჩემი საჩუქარი ხომ საერთოდ ფანტასტიკაა. ისე დავიბენი რომ აქამდე ვფიქრობ რით დავიწყო – დახვევით, შეღებვით, შეჭრით თუ სულაც თმის გადაპარსვითა და ფრჩხილების დაგრძელებით ♥

  5. აუაუაუა ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ისევ მეწყინა, რომ ვერ მოვედი :(
    წარმატებები, ძალიან კარგი ფართი მოგიწყვია <3 და იმედია, დასკვნითზე მაინც მოვალ. :დ

  6. აუ აუ რა საყვარელი მაისურია <3
    შოკოლადით სავსე ჯამმა თუ რაც იყო სასწაულად მომხიბლა და ისა.. :შ

  7. ძალიან ძალიან ძალიან კარგად დამამახსოვრდა ეს საღამო <3
    გგულშემატკივრობ! :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s