სად გვეჩქარება?

ვარჯიში სიამოვნებაა. გადაღებულია ,,დილატოში"

არიან ადამიანები, რომლებიც წლობით ცხოვრობენ ზედმეტი წონით და როცა დაკლებას გადაწყვეტენ, უცებ აღმოჩნდება, რომ ძალიან ეჩქარებათ: სურთ,  თვეში 10 კილო დაიკლონ.

არიან ადამიანები, რომლებსაც სულაც არ აწუხებთ ზედმეტი წონა, მაგრამ სხვების კლების ტემპები არ მოსწონთ: რა ამბავია 99 დღე. 10 კილოს ერთ თვეში უნდა იკლებდე. შენ როგორ აპირებ? რაა?  თვეში 3 კილო? თვეში სამი კილო რა ჩემი ფეხებია?

არადა თვეში სამი კილო ძალიან კარგი კლებაა. თვეში 3 კილო არის 3 თვეში 9 კილო, 6 თვეში 18, 12 თვეში_ 36. ახლა გაიხსენეთ რამდენი წელი გასულა ისე, რომ 2 კილოზე მეტი არ დაგიკლიათ და მიხვდებით, რომ თვეში 3 კილო ძალიან კარგია.

მე სულ ვფიქრობ ხოლმე, სად ეჩქარებათ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ, რომ თვეში 10 კილო მოიკლონ. თუ რომელიმე კაბა აქვთ ამოჩემებული და რამე ივენთისთვის მაინცდამაინც ის უნდა ჩაიცვან_ მესმის. თუ უცხო ქვეყნიდან ჩამოსული მეგობრის გაოცება უნდათ_ ეგეც მესმის, მაგრამ თუ ჩვეულებრივად უნდა იცხოვრონ, რატომ უნდათ, რომ დიეტის პროცესი უეცრად მორჩეს?

იქნებ იმიტომ, რომ მათთვის ჯანსაღი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი დროებითი რეჟიმია, ავარიული სიტუაცია, რომელიც რაც მალე მორჩება, მით უკეთესი.

მათთვის, ვისაც კარგად ესმის, რომ მთავარი წონის კლება კი არა, ცხოვრების წესის შეცვლაა, ვარჯიში უბედურება არაა.

ძალიან ხშირად მეკითხებიან, რომ დაიკლებ, მერე ისევ უნდა ივარჯიშოო? ყველას ვპასუხობ, რომ კი. ვარჯიში არაა საშუალება მიზნის მისაღწევად. ვარჯიში თვითონაა მიზანი.

 

Everything’s cool as long as I’m getting thinner

9 responses

  1. yoveldgiuri varjishi anu jansagi cxovrebis wesi ertxelac iqneba mogbezrdeba. Icvlebi roca cxovrebis wess icvli.
    ”ვარჯიში თვითონაა მიზანი.”- da ra shedegs unda gadzlevdes es mizani? imas rom ubralod jansagi cxovreba geqneba?

  2. სახლში ვვარჯიშობ, დილით და საღამოს.
    რამდენიმე დღეა დავიწყე და შედეგსაც ვხედავ.
    ძალიან მიყვარს ვარჯიში, თუ დეპრესია არ მაქვს აუცილებლად ვაკეთებ.
    დიეტას რაც შეეხება, რაც უფრო ნელა იკლებ უკეთესია. მართლაც სად ეჩქარებათ ადამიანებს?
    როცა გახდომა მჭირდება მარტივად ვხდები, ერთხელ დავიკელი 8 კილო ორ თვეში და ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო,
    როგორც ამბობენ გახდომაზე რთული წონის შენარჩუნებააო, არადა ძალიან სასიამოვნო პროცესია თუ დაარეგულირებ.
    მომწონს შენი მიდგომა.

  3. ძალიან მინდა ვივარჯიშო, თან ექიმისგან მაქვს “დანიშნული”. გიჟური რიტმის გამო ვერ ვახერხებ! ! ! ახლა “აღთქმა” დავდე :დ პრ სკოლას რომ მოვრჩემი ცენტრში ვიწყებ სიარულს :)

    ვარჯიში აუცილებელია. გაწუხებს წონა, არ გაწუხებს, ჯანმრთელობის პრობლემა გაქვს თუ არ გაქვს, მაინც!

  4. დღეს ვიყიდე ახალი ჯინსი და ჩემი ერთადერთი მოტივატორი ეგ თუ იქნება, ოღონდ მაქსიმუმ ხუთი კილო სულ მეყოფა :დ
    არ მეჩქარება, რვა საათის მერე არ შევჭამ და ეგაა <3

  5. ნამდვილად! როდესაც ვარჯიშს ვახსენებ, აქვთ ხოლმე ძალიან დიდი და გაკვირვებული თვალები და შემდეგ აუცლებელი რეპლიკა “შენ რაღათ გინდა ვარჯიში, ისედაც გამხდარი ხარ!” და ამ დროს სახე მეხევა, რა შუაშია გახდომა?!

  6. აუ ანინ ნაღდად უნდა წაიკითხო შენ ატკინსის წიგნი : )
    ზოგადად ჯამრთელი ცხოვრების წესზე იმდენი იმდენი იმდენი წერია რომ რავიც თავგზა აგებნევა : )

  7. ძალიან კარგი პოსტია.
    და ყოველთვის მაღიზიანებს ეგეთი ფრაზები “თვეში 5 კილო? რატომ არღვევდი? “თვეში 3 კილო? რატომ საერთოდ არ იცავდი?” და ა.შ :| და მარტივი პასუხი მაქვს ხოლმე, თუ თვეში 10 კილოს დაიკლებ 2 კვირაში 0-ს მოიმატებ :> და თუ თვეში 3ს, შეგიძლია აკონტროლო თავი და აღარც მოიმატო

  8. და ’’რა ჩემი ფეხებიათი ’’ რომ არ ’’გვებაზრო’’ შეიძლება?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s