0 სართულის ჯადოქრობები

როცა დიეტა დავიწყე, ყველა მეუბნებოდა, რომ მხოლოდ დიეტა არ კმარა. მერე დავამატე ვარჯიში, მაგრამ როგორც ჩანს მხოლოდ ვარჯიშიც არ კმარა. აბა კიდევ რა არის საჭირო?
3… 2…. 1…. მასაჟი!

ცხიმების დასაშლელად, ვარჯიშს აუცილებლად სჭირდება მასაჟის დახმარება. დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში სწორედ ამ განზრახვით მივედი.  რამდენიმე ექიმს გავესაუბრე და მირჩიეს, მხოლოდ მასაჟზე ნუ იქნები ორიენტირებული და ყველაფერი სცადე, რაც შენს სხეულს დაეხმარებაო.

სურათზე ჩემი მასაჟისტი მამუკა ჯიქიაა.  მას  პროექტის არსზე ვესაუბრე და ავუხსენი,  რომ პროექტის დასრულებისთვის 67 კილო უნდა ვიყო. მერე ერთად დავსხედით და ჯანსაღი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები განვიხილეთ.  აღმოჩნდა, რომ მასაჟი რომც დავამატო, ჩემი ცხოვრება მაინც არ იქნება სრულყოფილი. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, არც დიეტის, ვარჯიშისა და მასაჟის ერთობლიობაა საკმარისი. საჭიროა სწორ დროს დაძინება და სწორ დროს გაღვიძება. ვუსმენდი და ჩემი ტვინი უწყვეტ რეჟიმში ქმნიდა დრამას: რატომ, რატომ, რატომ?  ხომ წაიღეთ ჩემი შოკოლადი, ჩიფსები და თავისუფალი დრო:  უძილო ღამეები მაინც დამიტოვეთ! :დ

გადაწყდა, რომ მე ძალიან ვეცდები  პირველ საათზე დაძინებას, რომ 8ზე ავდგე და 3 კილომეტრი ვიარო ფეხით. მერე სახლში მოვალ და ცოტას ვივარჯიშებ. ვარჯიშიდან 1 საათში შევჭამ ,,ეკო-ფუდის” უცხიმო ხაჭოს და ჭამის შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ დავიძინებ. მერე რასაც მინდა იმას გავაკეთებ, მაგრამ 4-ზე ცენტრში ვიქნები. გავიკეთებ მასაჟს და რომელიმე ერთ სხვა პროცედურას. მერე წავალ ტრენაჟორებზე სავარჯიშოდ და სახლში რომ დაღლილი დავბრუნდები, მპირდებიან, რომ აუცილებლად დამეძინება.

ამ ეტაპზე ვცდილობ, დავიჯერო, რომ პირველზე დაძინება საერთოდ შესაძლებელია, რომ მერე ჩემს თავზეც ვცადო.

მაგრამ მხოლოდ მასაჟისტთან ვიზიტით არ დამთავრებულა ყველაფერი. 0 სართულზე ტატიშვილის ცენტრს სხვა ჯადოქრობებიც ჰქონია.

1. ჰიდრომასაჟი

ამ აპარატით ჰიდრომასაჟი კეთდება. შიგნით წვები და თბილი წყალი წნევით შლის ,,ზედმეტ” ადგილებს სხეულზე. ნაის.

2. თაფლის მასაჟი და კედრის კასრი

ამ ოთახში ხის ძალიან სასიამოვნო სუნი დგას.  ინსპირაციისთვის კი ლამაზ სხეულებს შეგიძლია უყურო კედელზე. კასრში ცხელა, მაგრამ საუნისგან განსხვავებით, აქ შეგიძლია ნახევარი საათიც კი იჯდე. იმიტომ რომ თავი ამოყოფილი გაქვს. რა გენაღვლება :დ

რაც შეეხება თაფლის მასაჟს, ამ ლამაზ ხის მაგიდაზე კეთდება და ანტიცელულიტური ეფექტი აქვს.

3. კაფსულა

ყველაფერი, რაც კოსმოსურ ხომალდს ჰგავს, კოსმოსური ხომალდი არაა. ეს არის კაფსულა, რომელსაც აქვს გასახდომი და სარელაქსაციო  ეფექტი. ჯერ არ ჩავმძვრალვარ შიგნით, მაგრამ როგორც კი ჩავძვრები, დავწერ, როგორია.

და კიდევ ვარჯიშები, რომელთა შესახებაც ცალკე პოსტს დავწერ. ძალიან სასარგებლო ვარჯიშებია და დიდი დრო არ მიაქვს. თქვენც გამოგადგებათ.

ეს პროცედურები ტატიშვილის ცენტრის ნოლ-სართულზე ტარდება და როცა მასაჟს მიკეთებენ, ან კასრში ვზივარ, წარმოვიდგენ ხოლმე, რომ გასაიდუმლოებული ოპერაციის მონაწილე ვარ. კლინიკაში ამის შესახებ არაფერი იციან და ვერაფრით ხვდებიან, თვალსა და ხელს შუა როგორ ჩნდებიან მიწისქვეშეთიდან  გამხდარი და გალამაზებული ადამიანები.

ახლა წავედი. 3 კილომეტრი უნდა ვიარო. წარმატებები მისურვეთ

პ.ს. მეტი ფოტო ნახეთ აქ

9 responses

  1. აუ ყოველ დილით 8-საათზე ვერ ავდგები :უსერ: სულ რომ პირველზე ვიძინებდი მაშინაც :/

  2. ძალიან შემარტული ხარ, აუცილებლად დაიკლებ. კარგი იქნება ფინანსურ მხარესაც თუ დაწერ ხოლმე რომ ჩვენც დავგეგმთ მომავალში მისვლა :)

  3. წყლის წნევის მასაჟი არც გამახსენდებოდა სახლში რომ მაქვს :დ მადლობა პოსტისთვის ^_^

  4. უძილო ღამეები, მოუწესრიგებელი ძილი ბევრ რამეს უშლის ხელს.
    მე მას შემდეგ დავიწყე გახდომა რაც საათებში გავწერე საუზმე-სადილი ვახშამი.

    ანტიცელულიტურებზე უფრო ბევრი წერე რა :დ

    ხოდა წარმატებები, მთელი ოჯახი გიყურეეებთ :D :D :D

  5. წარმატებები და აბა შენ იცი.

    უი, პროექტის დასაწყისში რამდენი კგ იყავი???

  6. ანინა, რა ღირს ეს მასაჟები შეგიძლია დაწერო? სავარჯშიოდ თიდანი ავარჩიე მე და ვიწყებ ორშაბათიდან და მასაჟებსაც დავამატებდი სიამოვნებით…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s