,,დილატო”_ მუდამ მოძრაობაში

რაც მაცვია, არ შეიმჩნიოთ. პირველ ვიზიტზეა გადაღებული, როცა უბრალოდ ,,ვტესტავდი" ყველაფერს

მას შემდეგ, რაც ,,პრაიმ-ფიტნესი” დაიხურა, მე ცოტა ხანი ჰაერში ვიყავი. ჰაერში რა, გულმოდგინედ ვეძებდი ისეთ სავარჯიშო დაწესებულებას, რომელშიც სიამოვნებით ვივლიდი. რაც არ უნდა  ბევრჯერ ვთქვა, ვარჯიშზე ვგიჟდები-მეთქი, ვარჯიში მხოლოდ მაშინ მიყვარს, როცა ტრენაჟორებზე ვდგავარ ან ტრენაჟორებიდან ჩამოვდივარ. ვარჯიშზე წასვლა კი მეც ძალიან მეზარება. იმისთვის, რომ ჩანთაში ყველაფერი ჩავალაგო და ხელ-ფეხის გასაქნევად წავიდე,  გახდომის მოტივაციასთან ერთად  კომფორტული პირობებიც უნდა მიწყობდეს ხელს.

კლუბის სერვისებიც ძალიან მნიშვნელოვანია. კომპლექსური მიდგომის გარეშე გახდომა არასწორი გახდომაა, ამიტომ ძალიან მინდოდა, შერჩეულ დაწესებულებას ტრენაჟორების გარდა სხვა ,,რამეც” ჰქონოდა. ,,დილატოს” კი საუნა აქვს. მშვენიერი, სქესობრივი ნიშნით იზოლირებული საუნა.

რატომ ტრენაჟორები და არა მაგალითად აერობიკა?

აერობიკას დიდ პატივს ვცემ. ჯერ კიდევ ბავშვობაში სინდი კროუფორდის ვარჯიშებს ეკრანის წინ სიამოვნებით ვიმეორებდი და ვფიქრობ, ამანაც განაპირობა ჩემი მოქნილობა. მაგრამ ამ ეტაპზე ჩემსა და აერობიკას შორის ურთიერთპატივისცემის გარდა ბევრი არაფერია დარჩენილი. რატომ ვიწვე და ვიქნიო ფეხი, როცა შემიძლია სწრაფად ვიარო და თან ზუსტად დავინახო, რამდენ კალორიას ვწვავ…  ვარჯიშის დაგეგმვა აშკარად მაშინ უფრო იოლია, როცა ადამიანს დროისა და დამწვარი კალორიების კონტროლი შეუძლია.

რატომ დილატო?

  • იმიტომ, რომ დილატო ძალიან კარგ ადგილასაა და ბევრი სხვა კლუბისგან/ცენტრისგან განსხვავებით, მისვლა-წამოსვლა მანქანის ყოლას არ მოითხოვს. (მის: პეკინის/გამსახურდიას 5)
  • იმიტომ, რომ დილატოს შუშები ქალაქს გადაჰყურებს და როცა ვარჯიშობ, გგონია, მთელი ქალაქის შენ გეკუთვნის: მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი ჯანმრთელი და მომთმენი ხარ.
  • იმიტომ, რომ დილატოს ტრენაჟორებში ჩამონტაჟებულია ტელევიზია/რადიო და დრო ისე გადის, რომ ვერც იგებ.
  • იმიტომ, რომ  დილატოს საუნა გატენილი არასდროს არაა.
  • იმიტომ, რომ დილატოს ინსტრუქტორები ხაზგასმით ყურადღებიანები არიან

გინდათ, გითხრათ, კიდევ რატომ მიყვარს ვარჯიში? (განსაკუთრებით კარდიო-ვარჯიში)
რეალურად ხედავ, რამდენი შრომა სჭირდება ერთი ცალი ორცხობილის დაწვას და ვარჯიშიდან დაბრუნებულს არაფრით მოგივა თავში აზრად, რომ რაიმე კალორიული შეჭამო. ან თუ მოგივა აზრად, ესე იგი, საკუთარ შრომას საერთოდ არ სცემ პატივს.

არ გინდათ, თქვენც იაროთ დილატოში? მხოლოდ ტელევიზია, რაც არ უნდა ბევრი არხი იყოს, მაინც არ მყოფნის საკომუნიკაციოდ :)

12 responses

  1. მე დავდიოდი. და ტნტ მიყვარს მაგრად, რომელიც იმ საკაბელოს, რომელიც სახლშ მქონდა, გათიშული ჰქონდა. და ვიიდექი, დავრბოდი და იმდენ ტნტ-ს ვუყურებდი, საშა ი მაშადან დაწყებული რა ვიცი, ლამის დომ2-საც, რომ ააეე :დ

    სამაგიეროდ ის ტრენაჟორები, სადაც ტვ არ არის, ანუ ხელის – ისე მეზარებოდა, ისე, ისე… :დ

  2. დილატოს ტრენაჟორებში ჩამონტაჟებულია ტელევიზია/რადიო და დრო ისე გადის, რომ ვერც იგებ.
    ^_^
    მომხიბვლელად ჟღერს :)

  3. რატომ დილატო? –რა კარგი ყოფილა :)
    რეალურად ხედავ, რამდენი შრომა სჭირდება ერთი ცალი ორცხობილის დაწვას და ვარჯიშიდან დაბრუნებულს არაფრით მოგივა თავში აზრად, რომ რაიმე კალორიული შეჭამო. – ეს კი ძალიან მაგარი.

  4. ფასებიც გვითხარი, მეც მინდა ვიარო და მაინტერესებს :)

  5. მეც ზუსტად ეგრე დავდიოდი პრაიმ ფიტნესში, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი მაგრამ ჰა. ამჟამად ვარიანტებს განვიხილავ რომ სადმე გადავბარგდე, ნუ სულ 2 ვარიანტი მაქვს, დილატო და ოლიმპიკი. იცი რა მაინტერესებს, სარბენ ბილიკებს Incline აქვს მანდ?

  6. ძალიან ძვირია :შ არადა როგორ სიამოვნებით ვივლიდი :უსერ:

    და ხო, ვარჯიშზე წასვლა საასტიკად მეზარება ხოლმე, მითუმეტეს მაშინ როდესაც მთელი დღე შეგიძლია სახლში იჯდე და ამ დროს წასასვლელი ხარ ვარჯიშზე. მაგრამ, როგროც კი კარის ზღრუბლიდან ფეხს გავდგამ მაშინვე მავიწყდება ხოლმე რომ მეზარებოდა :დ

    პ.ს მანდ მარტო საუნათი რომ ისარგებლო არ აქვთ ეგეთი რამ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s