ახალი და სასარგებლო ჩვევები vol.1

ადრეც ვწერდი, რომ მხოლოდ წონაში კლება არაფერია, მთავარია, რომ ჯანსაღი კვება და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრება წესად აქციო. ჯანსაღი ცხოვრება კი გარდა მთავარი აქტივობებისა (სასარგებლო პროდუქტების ჭამა და ბევრი მოძრაობა) პატარა და მნიშვნელოვანი ჩვევებისგან შედგება, რომელთა დანერგვასაც მე აქტიურად ვცდილობ.

მეტი წყალი

არ ვიცი, რატომ. მაგრამ სერიოზულად არასდროს აღვიქვამდი დიეტოლოგების მოწოდებას იმის შესახებ, რომ ბევრი წყალი უნდა დალიო. სულ ვფიქრობდი ხოლმე: როგორ დავლიო იმაზე მეტი წყალი, ვიდრე მინდა? ან რატომ უნდა დავლიო? მაგრამ რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ არსებობს ბევრი რამ, რის შესახებაც ორგანიზმი არაფერს გვეუბნება, მაგრამ სჭირდება. ბოლოს გადავწყვიტე, წყლისთვის შანსი მიმეცა.

ცნობილ ,,ჯანმრთელ” ბლოგებზე ამოკითხული რჩევის მიხედვით დავასკვენი, რომ დღეში 8 ჭიქა წყალი ოპტიმალური ვარიანტია. 8 ჭიქა წყალი კი ნამდვილად არაა ცოტა.  ამიტომაც საკუთარი მეთოდების შემუშავება დამჭირდა, რომ როგორმე მეტი სითხე მიმეღო.

რადგან მე სულ გადარბენაზე ვარ, წყლის დალევა კი მხოლოდ სახლში მახსენდება, გადავწყვიტე, ყველგან მეტარებინა წყალი. ჯერ ჩვეულებრივი ერთჯერადი ბოთლებით დავიწყე, მაგრამ ძვირი ჯდებოდა. ამიტომაც წავედი ,,სპორტის სამყაროში” და ვიყიდე 18 ლარად ეს ნახევარლიტრიანი ბოთლი, რომელსაც დღეში 4 ჯერ ვცლი.  ეს კონკრეტული ეგზემპლარი ,,რეალ მადრიდისაა”, თუმცა ჩემთვის სულ ერთია, მე უბრალოდ თეთრი მინდოდა ყოფილიყო.  ვისთვისაც სულ ერთი არაა, მათ ვეტყვი, რომ სხვა კლუბების ბოთლებიც არის “სპორტის სამყაროში”.

როცა წყლის ბოთლს თან ატარებ, წყლის სმა საერთოდ არაა შემაწუხებელი. ხელები დაკავებულია, შეგიძლია წყალი ნელ-ნელა წრუპო და რაზეც გინდა იფიქრო. ჩემთვის წყლის სმა დაახლოებით იგივე პროცესია, რაც სიგარეტის მოწევა მწეველთათვის. თუმცა, წყალი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ნიკოტინი. გაცილებით უსუნოც და იაფიც.

,,სპორტის სამყაროს" სარეკლამო პოსტერი :დ

შენიშვნა:
1. სახლში როცა ვარ, წყალს ჩვეულებრივი მაღალი გამჭვირვალე ჭიქით ვსვამ და შიგნით ლიმონის ნაჭრებს ვყრი. გემრიელია.
2. ტყუილია, რომ ჭამის დროს წყლის სმა არ შეიძლება. მოსვით თითო-თითო ყლუპი ლუკმების შემდეგ. ეს დაგეხმარებათ, რომ ნაკლები ჭამოთ და მეტი წყალი მიიღოთ.
3. გამოთვალეთ, რამდენი წყალი გჭირდებათ თქვენ, წონისა და პირობების გათვალისწინებით აი, ამ კალკულატორის მეშვეობით.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ წყალი ერთადერთი რამეა, რაც გემრიელია, მაგრამ  კალორიებს არ შეიცავს.

ერთი კომენტარი

  1. მაგ კალკულატორით 3 ლიტრი წყალი მჭირდება დღეში, რასაც პრინციპში თავიდან აქტიურად ვიღებდი და ეხლა აღარ :შ

    ჰმ, არაუშავს, ისევ ავლევ ხოლმე ^^

  2. მომეწონა ბოთლი ^^ სიამოვნებით ვატარებდი… მე წყლის ნაცვლად კოკა–კოლა დამაქვს ხოლმე :შ

    კალკულატორმა მითხრა, რომ 1,5 ლიტრი უნდა დავლიო ^^ 6 ჭიქა ^^

  3. მართალია – წყალი სასწაულია.
    ამას ამბობს ატკინსისიც, პოლ ბრეგიც და ყველა ვინც ჯანსაღ წესსა და სხეულის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებაზე საუბრობს.
    თუმცა ისიც მნიშვნელოვანია რომ დილით ცივი წყალი დალიო , ხოლო დღისით ოთახის ტემპერატურის : )

  4. მე პირიქით ბოლო პერიოდი სულ წყალი მინდება, განსაკუთრებით საღამოობით: საათში ერთ ჭიქას ვსვავ. და ექიმმა მირჩია დავატორმუზო, თორე რამოდენიმე თვეში დამერხევა… ნუ, მე სხვა სიტუაცია მაქვს :D

  5. რა მაინტერესებს გახდომისთვის რაიმე განსხვავება არის ნაყიდ ბაკურიანის წყალს და ონკანის წყალს შორის ? კალკულატორმა მითხრა 1693.2 მლ Suggested Daily Consumption მეტი არაა საჭირო გახდომისთვის ?

  6. ყოველთვსი მეგონა, რომ ჭამის დროს წყლის დალევა არ შეიძლებოდა! რა კარგია, ამის მერე მშვიდად დაცლევ ხოლმე :) ისე, წყალს, ძირითადად, არ ვსვამ ხოლმე, ჩემი ორგანიზმი სითხის ნაკლებობას ჩაისა და ყავის სმით ინაზღაურებს. წყლის დალევა არასდროს მინდება, უბრალოდ, ხანდახან, ძალით ვსვამ ხოლმე, რადგან ვიცი, რომ აუცილებელია :)

  7. წყლის მანიაკი ვარ. დღის განმალობაში ვსვამ ძალიანი დიდი რაოდენობით სულ მეჩხუბებიან რატომ სვამო, მაგრამ წყლის გარეშე არ შემიძლია…

  8. მე მავიწყდება წყლის დალევა, არადა, გამოცდილი მაქვს, რომ ხშირად დალევა კარგია :) და ეს სარეკლამო პოსტერია კიდე კარგი ^^

    • საკუთარი ფოტოგრაფი მყავს, რომელიც ბევრ პროფესიონალ ფოტოგრაფსაც კი სჯობს :)) ყველა სურათი, რაც ამ ბლოგზეა, მისი გადაღებულია

  9. ადრე მეც ძაან მიჭირდა ბევრი წყლის დალევა, ხან დღე ისე გადიოდა არც მახსენდებოდა საერთოდ :D ხოდა ეხლა მივეჩვიე და ხან 8 ჭიქაზე მეტსაც ვსვავ :))))) საერთოდ როგორც ვიცი უმჯობესია ზამტარში 1.5 – 2 ლიტრი წყალი, აი ზაფხულში კი 3 ლიტრამდე შეიძლება :))

  10. დაუჯერეთ ჩორვენს :)
    წყალი საჭიროა, ძალითაც რომ დალიო, თანაბრად. ზაფხულში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან სხეულიდან ბევრი სითხე ორთქლდება.
    საოცრად მნიშვნელოვანია ფრენის დროს, სპეციალურად უნდა სვა, მერე რა, რომ თვითმფრინავის ტუალეტი საშინლად მოუხერეხხბელია, სამაგიეროდ, ფრენისას დაღლილობას და კანის გამოშრობას შეამცირებს და სადაც ჩაფრინდებით, უფრო ლამაზი იქნებით, ვიდრე წყალი რომ არ დაგელიათ :)

    მეც არ მჯერა, რომ ჭამის დროს არ შეიძლება წყალი. თუ ვსვამ – კარგად ვარ. თუ არ ვსვამ – სვას ვგრძნობ და მამძიმებს საჭმელი, რა ცოტაც არ უნდა ვჭამო.

    ცუდია, თუკი ორგანიზმი წყალს გადამეტებულად ითხოვს და მარილიანი არაფერი გიჭამიათ. ამ დროს ჯობია ექიმთან მისვლა და სისხლში შაქრის დონის შემოწმება, შეიძლება შაქრის აწევის ნიშანი იყოს.

    • ითვლება, რომ ორი ლიტრი წყალი სუფთა სახით უნდა მიიღო. იმიტომ რომ წყალი და ჩაი სხვადასხვა მიზნებს ემსახურება. ჩაი ქმნის მუცლის სისავსის ილუზიას, მაშინ, როცა წყალი მეტაბოლიზმს აჩქარებს. განსაკუთრებით ცივი წყალი :)
      გირჩევ, დილა ცივი წყლის სმით დაიწყო ხოლმე :))

  11. ძალიან შევეჩვიე წყლის სმას, სახის კანზე დამეტყო ძალიან. დიეტის შედეგიცაა ეს ალბათ, მაგრამ გამოუძინებელზეც კი გადასარევად გამოიყურება ჩემი სახის კანი. სვით ბევრი წყალი!!!! :)

  12. ზედმეტი წყალი არც ვარგა ! პოსტში კალკულატორია და მეეჭვება აღნიშნულს გადააჭარბოთ ძალიანაც რომ გაიყეყოთ.
    ასე რომ სვით წყალი,შლაკებისაგან წმენდს ორგანიზმს და მარილები გამოაქვს.

  13. “ტყუილია, რომ ჭამის დროს წყლის სმა არ შეიძლება.”

    ar aris tyuili kuchis moqmedebisatvis aris dzalian cudi

    wyali unda dalio chamidan erti saatit adre da erti saatit gvian

    es eqimisagan vici rodesac miakitxe imitom rom problemebi mqonda kuchze.

    • მართალი ხარ.კუჭში საჭმლის დამშლელი ფერმენტები არ გამოიყოფა და ვერც ინელებს ადამიანი.
      ჩვენ რომ ქათმის სამ შრიანი კუჭი გვქონდეს მაშინ კენჭებსაც მოვინელებდით.

Leave a reply to Tamo კომენტარის გაუქმება