როგორ გავზარდოთ ბავშვები ჯანსაღად

მე და ინდიანა ჯონსს გვიყვარს გრეიპფრუტი

მე და ინდიანა ჯონსს გვიყვარს გრეიპფრუტი

მაინც როგორ უნდა შევაჩვიოთ ბავშვები ჯანსაღი ცხოვრების წესს? როგორ ვუბიძგოთ მათ ჯანმრთელი საკვებისკენ, მაშინ, როცა გარშემო ამდენი ცდუნებაა. დავაკონკრეტებ, ორ ძირითადად მონსტრს ვგულისხმობ: ტკბილეულს და სწრაფი კვების პროდუქტებს.

იქნებ ტკბილეული უნდა დავუმალოთ? არა მგონია, ეს საბოლოოდ ეფექტური ნაბიჯი აღმოჩნდეს. საკუთარ მაგალითს გეტყვით. ჩემს სახლში მაგიდაზე ტკბილეული მხოლოდ ახალი წლების დღეებში იდო, დანაკლისს კი სხვების სახლებში ვინაზღაურებდი. როცა მუდმივად შოკოლადი გინდა და  სტუმრად მისული ხედავ შოკოლადს, თავის შეკავება ძალიან გიჭირს.

რამდენჯერაც ამ თემაზე მიფიქრია, მივსულვარ 2 მთავარ დასკვნამდე:

ა) არაფერი არ უნდა იყოს აკრძალული, უბრალოდ უნდა არსებობდეს ალტერნატივა. ჯანსაღი ალტერნატივა.
ბ) მშობლებმა მაგალითი უნდა მისცენ შვილებს.

1. ჩვენი სხეულები ჯდომისთვის არ შექმნილა. ბავშვებს სჭირდებათ სირბილი, ხტუნვა და ბევრი სიარული. ბავშვებს არ დაეზარებათ რამდენიმე სართულის ფეხით ავლა, თუ თქვენც არ დაგეზარებათ. 

2. არც ერთი მშობელი არ მისცემს ბავშვს უფლებას, შაქარი კოვზით ჭამოს საშაქრიდან. არადა, რამდენიმე ჭიქა ,,კოკა-კოლა” ან ლიმონათი არანაკლებად საზიანოა.

ნუ დააჯილდოებთ თქვენს შვილებს წვნიანის ჭამისთვის შოკოლადით, ამით წვნიანსაც წყალში უყრით თავის შრომას და ბავშვსაც.

3. ბავშვს ყოველდღიურად ფიზიკური აქტივობისთვის 60 წუთი სჭირდება, თან ისეთ აქტივობაზეა საუბარი, რომელიც მას გულს აუჩქარებს :) სირბილი, ხტუნვა, ბურთით თამაში_ როგორ გადაანაწილებთ ამ სამოც წუთს, თქვენი საქმეა.

4. იცით თუ არა, რომ ბავშვმა დღეში მინიმუმ 5 ,,ცალი” ხილი და/ან ბოსტნეული უნდა მიიღოს?

გააკეთეთ ხილის სალათა თქვენს შვილთან ერთად, ან დაუმატეთ ბულგარული წიწაკა მის ომლეტს. ანდა, სალათის გაკეთებისას ერთი სტაფილო თქვენი პატარასთვის გადადეთ გვერდზე. ძალიან მარტივია.

5. ნუ გაითვალისწინებთ თქვენთვის და ბავშვისთვის ერთნაირი ზომის პორციას. ისე მოიქეცით, როგორც ერთ ზღაპარშია გოგონაზე და სამ დათვზე. დიდს დიდი თეფში უნდა ჰქონდეს, საშუალოს_ საშუალო, პატარას კი _ პატარა.

პოსტის წერისას ყველა ის მავნე ჩვევა გამახსენდა, რომელსაც მშობლები უყალიბებენ ბავშვებს. ერთ-ერთი თეფშის მოსუფთავების წესია. ამგვარად ჩვენ თავიდანვე გვაჩვევენ, რომ ჭამა მაშინ სრულდება, როცა თეფში ცარიელია და არა მაშინ, როცა კუჭი სავსეა.

გამიზიარეთ, თქვენ როგორ გზრდიდნენ მშობლები და თქვენ როგორ აპირებთ შვილების გაზრდას. ალბათ მომავალში დამჭირდება.

9 responses

  1. როგორც გადმოცემით ვიცი, ძალიან უჭმელი ვიყავი და ძალით მაჭმევდნენ. შე,დეგ პურზე და,ეწყო გარღთულება და ბევრს ვჭამდი.წვნიანები არასოდეს არ მიყვარდა, ტკბილეულზე დღემდე ვგიჟდები. სხვთაშორის არ მახსოვს ან რამე აეკრძალოთ ან დაეძალებინოთ. ალბათ ესეც არ შეიძლება. კვების სწორი რეჟიმი უნდა შეუდგინო ბავშვს. სულ ვფიქრობ, შვილი რომ მეყოლება სწორად გამოვკვებავ და ზედმეტ რაღაცეებს ბავშვობიდან არ შევაჩვევ.

  2. ჩემთვისაც რომ დამალული იყო შოკოლადი, მაგის გამო დედის ჩანთიდან ფულს ვიღებდი და ჩუმად ვყიდულობდი ხოლმე :|

  3. mec dzalian uchmeli viyavi :) dgesac ar vcham xorcebs da tevzeuls , dzalian cximian sachmelebs. magram comeuli mklavs , arc tkbileulze vgijdebi. :)

  4. auu tepshis bolomde mosuftavebaze gaamxsenda :D mec eget dgeshi maxsovs bavshvobshi tavi . 8 wlamde dediserta viyavi, ojaxshi dedidan dawyebuli bebiit da babuit dasrulebuli yvela kovzit damzdevda d chem tepshs uyurebda, zed rame rom ar darcheniliyo :D

  5. xshirad vpiqrob, chem shvils rogor gavzrdi, yvela shecdomas gamovaasworeb rac chemma mshoblebma chems pizikur agzrdashi daushves. dedachemisgan gamigia rm bavshvobashi arajansag sakvebs da zedmet tkbileus yoveltvis garidebdio. magram vin daushlis mtel jars natesavebisas sazgvargaretidan chamosuli 2 wlis unaxavi bavshvistvis shokoladis chamas, isic mat tvalwin :D:D haha esec meore problema

  6. მე რომ წამოვიზარდე და მივედი გარდატეხის ასაკამდე,დედამ დაიწყო ჩემი მიჩვევა რომ საღამოს 7ის მერე არ უნდა მეჭამა, მივტანებოდი ჯანსაღ საჭმელს და არა შემწვარ-მოხრაკულს( მიუხედავად იმისა რომ უფრო მიყვარს მაინც :p) და გამომიმუშავა ის, რომ უნდა ვიზრუნო და ვიფიქრო საკუთარ ჯანმრთელობაზე, კვებაზე და საერთოდ, აღნაგობაზე :დ :D :D სამაგიეროდ ეხლა უკვე მიჩვეული რომ ვარ გარკვეულ რეჟიმს, კარგია. მიუხედავად იმისა რომ “ამოვარდნები” მაქვს, არ მიჭირს დაბრუნება ამ რეჟიმში :)

  7. თეფშის მოსუფთავება ცხოვრების ერთ-ერთი სიამოვნებაა :) უნივერსიტეტშიც კი დავამუღამე შეუმჩნევლად მოსუფთავება, ღორულად რომ არ ჩანდეს.
    პორციებს რაც შეეხება, დავუკვირდი, რომ ჩემი ბავშვობიდან დღემდე არ შეცვლილა. საოცარია.

  8. აააა, თეფში მოსუფთავება :@ დღემდე ვამჩნევ თავს, რომ ხშირად არ მინდა ბოლომდე ჭამა, მაგრამ მაინც არ ვანებებ თავს. ჩვევის გამო :/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s