Before & After

მე როგორც დავაკვირდი, ადამიანების უმრავლესობას ცვლილებები ეზარება.

ცვლილებებს ძალისხმევა სჭირდება და თავის ატკივება ტყუილად არავის უნდა.  სადღაც ისიც კი წავიკითხე, რომ დაკლების შემდეგ მეტაბოლიზმი ნელდება და ორგანიზმი იბრძვის, რომ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდეს. სამწუხაროა, მაგრამ როგორც ჩანს, არც ორგანიზმს უყვარს ცვლილებები.

მაშინ რატომ ვაგრძელებთ ბრძოლას იმასთან, რაც ასეთი რთული შესაცვლელია?
იქნებ სჯობს, საკუთარ თავში მოვნახოთ ძალა და დავრჩეთ ისეთები, როგორებიც ვართ.
როცა ტელევიზორთან ვსხედვართ და რამე სასუსნავი მოგვინდება, ავდგეთ და შევჭამოთ.
როცა დაგვეზარება რამდენიმე მეტრის ფეხით გავლა, თავი დამნაშავედ არ ვიგრძნოთ.
აუღელვებლად შევუკვეთოთ მენიუდან ის კერძი, რომელიც ყველაზე კალორიულია და რატომღაც ყველაზე გემრიელი.

ისე ვიცხოვროთ, როგორც გვინდა.

ბედნიერი სამყაროა არა? მაგრამ მივყავართ თუ არა ასე, პატარ-პატარა ბედნიერებით ცხოვრებას საბოლოო ბედნიერებამდე? ჰკითხეთ ჭარბწონიან ადამიანებს, არიან თუ არა ბედნიერები საკუთარი გარეგნობით. მათი უმრავლესობა თავს ცუდად გრძნობს.
რასაკვირველია, ბედნიერები ისინიც არ არიან, ვინც საკუთარ თავს მუდმივ სტრესში ამყოფებს, მაგრამ ასეთ ადამიანებს (და მე მათ რიცხვში ვარ)  ერთი რამ მაინც უხალისებთ ცხოვრებას_ დაკვირვება შედეგებზე.

ამ დღეებში ,,სპორტის სამყაროში” ვიყავი  და ჩემი პირველი ვიზიტი  გამახსენდა. რამდენიმე დღეში ვიწყებდი ვარჯიშს და  სპორტული ტანსაცმელი უნდა შემერჩია. შარვლისა და ზედატანის შერჩევა არ გამჭირვებია, სამაგიეროდ ფოტოგრაფი ვაწვალე დიდხანს. არც ერთი კუთხიდან არ მომწონდა ჩემი სხეული.

მეორე ვიზიტზე კი გადაღებამ მაქსიმუმ 15 წუთი წაიღო და მეც ნაკლებად პრეტენზიული აღმოვჩნდი.

მოდი, თქვენც გაჩვენებთ, სინამდვილეში რა შეიცვალა.

რაკი ორად გატიხრულ სურათებს ვორდპრესი არ წყალობს და ყოველთვის ცუდად ჩანს ხოლმე გამოსახულება, შედეგის სანახავად უბრალოდ ამ ლინკს  დააკლიკეთ.

მანამდე კი სხვა სურათებსაც გაჩვენებთ, რომლებიც ,,სპორტის სამყაროში” გადავიღე:

რატომღაც fuck yeah სახე მაქვს :დ

ის ბედნიერი შეგრძნება, როცა ყველაფერი ახალი გაცვია

დანარჩენი ფოტოები იხილეთ 99 დღის ფეიჯზე.

1. იმიტომ, რომ ეს ფეიჯის აქტუალობის გაზრდისთვის კარგი გზაა
2. იმიტომ რომ იქ სურათების ატვირთვა გაცილებით ადვილია :)

ველოდები თქვენს შეფასებებს

 

21 responses

  1. რომ გნახულობ ხოლმე საერთოდ ვეღარ წარმომიდგენია რომ ოდესმე ცოტა სხვანაირს გიცნობდი ^^ <3<3<3<3

  2. მე როგორც დავაკვირდი, ადამიანების უმრავლესობას ცვლილებები ეზარება.
    shen kidev am bolo dros wera gezareba :@@@

  3. რა თქმა უნდა პირველ რიგში გამომეტყველება ეცვლება ყველას :) უფრო თავდაჯერებული, ბედნიერი და ხალისიანი ხდება ადამიანი მას შემდეგ რას საკუთარ სისუსტეებზე გამარჯვებას ნათლად ხედავს :)

  4. მართლა ძალიან კარგი შედეგი გაქ :)))))) რამდენი კილო დაიკელი?

  5. ვინც გწერდა რომ ის ძველი ანინა ერჩივნა, იმათ ვპასუხობდი დააცადეთ გოგოს , გააკეთოს რაც უნდა, იყოს ახალი და დაბრუნდება ისევ თქო. მაგრამ სამწუხაროდ ახლა აღარც ძველია და აღარც ახალი. რავიცი აბა კვირაში ერთი პოსტი ძლივსღა იდება. ცუდია.

  6. მეც გული მწყდება რომ გაჩერდა ეს პროექტი, ახალი არაფერი ისმის :(((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s