პროექტის შესახებ

ახალი წლის დასაწყისი ის დროა, როცა ადამიანები დებენ პირობებს, რომლებსაც  შემდეგ მთელი წელი არ ასრულებენ.

ახალი წლის დასაწყისი ის დროცაა, როცა  ადამიანებს გულწრფელად სჯერათ, რომ  ამჯერად მაინც   სხვანაირად იქნება ყველაფერი და საკუთარ გადაწყვეტილებებს სერიოზულად მოეკიდებიან.  მერე ისე ხდება, რომ უფრო მონდომებულები მართლაც აღწევენ მიზნებს, უფრო ჩვეულებრივები კი_ ვერა.

მე მონდომებულთა რიცხვში მინდა ყოფნა, რადგან  სულ ცოტა ხნის წინ ძალიან სერიოზული რეზოლუცია დავუდე  ჩემს თავს.

ჩემი ახალი წლის გადაწყვეტილება არის ათი კილოს დაკლება განსაზღვრულ ვადაში. განსაზღვრული ვადა კი 99 დღეა. 

რატომ 99?

იმიტომ, რომ 77 ძალიან ცოტაა 10 კილოს დასაკლებად, 111 კი _ ძალიან ბევრი.

ჩემი დიეტისა და სხვა გარეგნული ცვლილებების ყოველი დღე და ყველა ეტაპი სათანადოდ გაშუქდება  ბლოგზე (ფოტოებითა და სხვა კანფეტებით). ასე რომ, მიჭირს, არ აღვნიშნო, ,,99 დღე” პირველი ქართული რეალითი-შოუ იქნება ინტერნეტში.

იმედი მაქვს, იდეაც და შესრულებაც მოგეწონებათ და მხარს დამიჭერთ. ჩემთვის და ახალი 2012 წლისთვის თქვენი დახმარება საციცოხლოდ მნიშვნელოვანია.

გმადლობთ, რომ ამ ბლოგზე აღმოჩნდით  :]

23 responses

  1. ძალიან მაგარი იდეაა. მე მჯერა შენი და თვალს მივადევნებ დაკლების პროცესს აქ ;)

  2. კარგი იდეაა ნამდვილად :) მაგრამ მგონი http://pink.ge/column/tidan/ მაინც ამას უფორ ეთქმის პირველი რელითი შოუ ინტერნეტში მითუმეტეს რომ მიზანი მარიამსაც იგივე აქვს :)

  3. შენ წარმატებები, მაგრამ გვანცას მინდა ვუთხრა, რომ როცა რეალითი შოუზე და წონაში ჯანმრთელად კლებაზეა საუბარი, პირველობაზე საუბარი არ ღირს, რადგან http://caloriesdiet.ge/-ს ავტორიც კაი ხანია აკეთებს რეალითი შოუს. ბლოგის ავოტრს კი წარმატებები, კარგი პროექტია.

      • არ ვმშიმშილობ, შენ წარმოიდგინე ძალიან ბევრსაც კი ვჭამ, უბრალოდ ვვარჯიშობ და ვჭამ ისეთ საკვებს რომელიც დაბალი რაოდენობით ნახშირცწყლებს და ენერგეტიკებს შეიცავს, უფრო ზუსტად კი პური და შაქარი მაქვს დავიწყებული, დანარჩენი ჩვეულებრივად. არაჯანსაღი? ვერ დაგეთანხმები, თავს მშვენივრად ვგრძნობ, უფრო მეტიც, იდეალურად, ანალიზებმაც არაფერი აჩვენა, ასე რომ მთავარია მონდომება და დიეტას(რასაც თქვენ დიეტას ეძახით) შეგიძლია დაემშვიდობო :)

  4. 99 დღის შემდეგ დიდი წვეულება მოვაწყოთ
    მაგ დროისთვის უკვე ზალიან პოპულარული იქნები

  5. Pingback: პირველი ქართული ვებრეალითი – 99დღე | Socmedia.ge | Socmedia.ge

  6. ჩემმა ძმაკაცმა ზუსტად 31 კილო დაიკლო სამ თვეში. ანუ, 90 დღეში 120-დან 80 კილომდე ჩამოვიდა. აი მის შედეგსა და ნებისყოფას გისურვებ :)

  7. ვაა, პროექტის წარმატებულობაც ასეთი უნდა. რამდენი სპონსორი გამოჩნდა. ძალიან კარგი, იმედია შედეგიც შთამბეჭდავი გექნება.

  8. შენი პროექტი გახდა საფუძველი, რომ მეც მიმეღო ზომები ჩემი ოცნების ასარულებლად :) კერძოდ, ვიყო 56-57 კგ. :)
    შენთან ერთად დავიწყე, უფრო 5-6 დღის შემდეგ. ვიყავი 62, ახლა უკვე 60+_0.5 კგ.
    თავიდან ძალიან გამიჭირდა. 6 დღე ვარღვევდი :)) ძირითადად საღამოს საათებში, როცა დაქანცული მივდიოდი სამსახურიდან და სახლში გემრიელობები მხვდებოდა :))
    ახლა უკვე ვეგუები კვების ახალ რაციონს :)) რომელიც არც თუ ისე მკაცრია, ვინაიდან სულ რაღაც 3-4 კგ დაკლება მინდა მარტის ბოლომდე :)

  9. მე ერთადერთხელ ვიყავი დიეტაზე ცხოვრებაში და ორ კვირაში 7 კილო დავიკელი… მერე დროთა განმავლობაში 3კილოზე მეტი არ მომიმატებია… ახლა დავიწყე ისეევ და ვნახოთ რამდენ ხანში რამდენს დავიკლებ…უკვე მეოთხე დღეა… :) წარმატებები შენ ^.^

  10. 1 TIP shentvis .. an nebismieristvis visac schirdeba . sakutari gamocdilebit vidzlevi am rchevas : chamet 1-2 grapefruit chamis cin an shemdeg. an cveni daliet 1 chiqa. shedegi— 59kg dan 47.5-48kg … + ckali!!! bevri ckali ! (es ukve naxsenebi gaqvs zemot ) :)

    BTW. COOL BLOG ! :) carmatebas gisurveb! :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s