დასაწყისი

დიეტებით არასდროს ვყოფილვარ გატაცებული. რა თქმა უნდა, რამდენჯერმე მეც გადამიწყვეტია, რომ ექვსის მერე აღარ შევჭამ, რამდენჯერმე ,,განტვირთვის დღეც” გამიკეთებია, მაგრამ ეგენი არ ითვლება. სისტემური დიეტა არასდროს დამიცავს. მიზეზი ის იყო, რომ არსებითი ცვლილებების შეტანა ჩემს რაციონში არ მინდოდა. ზედაპირული ცვლილებებით კი სამწუხაროდ მხოლოდ ზედაპირული შედეგები მიიღწევა.

დიეტასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება პირველ რიგში პრიორიტეტების გადანაწილების ამბავია. უბრალოდ, უნდა  დაფიქრდე და გადაწყვიტო: რა უფრო მნიშვნელოვანია: საკუთარი შეხედულებები სილამაზის სტანდარტებზე თუ საზოგადოების აზრი შენს გარეგნობაზე? მერე დაკონკრეტდე_ რა უფრო მნიშვნელოვანია: პარასკევობით დათრობის წმინდა ტრადიცია თუ მინუს სამასი გრამი შაბათ დილას? და ამის შემდეგ საკუთარი თავი ცხადი პასუხის წინაშე დააყენო: რამდენიმე ნატეხი შოკოლადი უფრო ღირებულია თუ დამშვიდებული სინდისი?

დიეტის დაწყების ფილოსოფიურ ნაწილს მით უფრო ნაკლები დრო მიაქვს, რაც უფრო ახლოსაა ორშაბათი. იმიტომ რომ  (ეს ყველამ იცის) _ორშაბათი დიეტის დაწყების საერთაშორისო დღეა.

მე ორშაბათს დიეტა არ დამიწყია, სამაგიეროდ, ეს ბლოგი შევქმენი და სამოქმედო გეგმა გავწერე.  აი, ის, რაც უახლოეს დღეებში უნდა მოვასწრო:

  1. აწონვა
  2. ისეთი სავარჯიშო დაწესებულების შერჩევა, სადაც ტრენაჟორებიც იქნება და აუზიც
  3. ენდოკრინოლოგთან ვიზიტი
  4. სავარჯიშო ფორმის შეძენა

2 პუნქტი უკვე შესრულებულია. ავიწონე კიდეც და სავარჯიშო ადგილიც შევარჩიე,  მაგრამ ახლა რომ დავწერო, დილას ლექციებზე დამაგვიანდება.

ასე რომ, ფოტოებიც და ამბებიც შემდეგ პოსტში იხილეთ.

პ.ს. ახლა, როცა ყველაფერი დაწერილია, ვფიქრობ, რომ  პირველ პოსტზე ამდენი ნერვიულობა არ ღირდა :)

ერთი კომენტარი

  1. დიდი პრობლემები წონასთან არასდროს არ მქონია, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე: რატომ არ უნდა ვიყო უკეთესი? ნეტავ აქამდე მევლო ტრენაჟორებზე ან ფიტნესზე.

  2. კარგია, რომ სპეციალისტთან ვიზიტი ახსენე :) 10 კილოს დაკლება ექიმის გარეშე ცოტა საშიშად მეჩვენება :შ

    პ.ს. წარმატებები

  3. გენტიკურად გამხდარი ვარ იმისდა მიუხედავათ რომ ჭამაზე მგიჟდები….კი ძაან კარგია რო ფორმაში ხარ და ა.შ მაგრამ ადამიანო ერთხელ ცხოვრობ და შიერგე და ჭამე რა :D:D:D:D:D:D:D

    https://xinvisiblex.wordpress.com – ხომ არ შემომივლიდი?

  4. ვაჰ , გუდ ლაქ!
    მიხარია რომ ასეთ რამეებს აკეტებენ და ვაკეთებთ.
    მეც მაქვს მსგავსი მიზანი, ოღონდ რამდენიმე ეტაპად დაყოფილი,პირველი ეტაპი 30 დღეს მოიცავს. შედარებით პასიური,კვების მოწესრიგებაზე ორიენტირებული. შემდეგი 30 დღე აქტიურად დავამატებ ფიზიკურ დატვირთვასაც.
    აბა შენიცი და აბა მე ვიცი!
    გბალეშკობ გიჟივით :დ

  5. მე ჩემი 46 კილოთ და შენდამი დიდი სიყვარულით სავსე გულით გისურვებ წარმატებას, ზუსტად ვიცი ისევე როგორც სხვა ყველაფერი ესეც არაჩვეულებრივად გამოგივა :* :* ;*

  6. ise rac am suratebshi channs, tu aset ainas unda 10 kilos dakleba marto blogiga darcheba da aq damweric aravin :)) P.S. u exla wels qvevita nawilebi ar vici ra mdgomareobashia, magram rac cahns ravi unda ati kilooo??? mgoni ki ara da ufro ara ;))))

  7. მე მინდა ხუთი კილოს დაკლება და 16 იანვრიდან დავიწყებ.

    უფრო სწორად, ტკბილს და ცომს ამოვიღებ რაციონიდან და კარგი გოგო გაავხდები.. :))

    ამბობენ, რომ არ ვარ მსუქანი, მაგრამ ზაფხულობით,რაც უფრო ნაკლებს ვიწონი, მით უფრო თვითდაჯერებული ვარ.
    თან რა მაგარია, ყველაფერი რომ გეტევა.. <3

Leave a reply to siyvarulovna კომენტარის გაუქმება